• რეკლამა
  • კონტაქტი
03:52, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდემდე გასტანს ცხელი სეზონი და როგორ ამინდებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში

ალია ავტორი - ალია
10:15 08-21-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,318

ძალიან ცხელი ზაფხულის შემდეგ, ბუნებრივია, ყველას აწუხებს კითხვა, როგორი იქნება სექტემბერი. მის შესახებ გაზეთ “კვირის პალიტრას” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე ესაუბრა.

„ჩვენ პროგნოზირებული გვქონდა ცხელი ზაფხული, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო წყნარ ოკეანეში მიმდინარე მოვლენასთან. ე.წ. ელ-ნინიოსთან. ელ-ნინიო წყნარ ოკეანეში მიმდინარე პროცესია, რომლის დროსაც ოკეანის წყლის ზედაპირის ტემპერატურა იმატებს. ელ-ნინიო მაისში გაჩნდა, აქტიურ ფაზაში კი აგვისტოს დამდეგს გადავიდა. მისთვის დამახასიათებელია თბური ტალღები, რომელთა დროს შესაძლოა რომელიმე რეგიონში მაქსიმალური ტემპერატურები დაფიქსირდეს, მრავალწლიურ მაქსიმუმს გადააჭარბოს; ან შეიძლება ასე არ მოხდეს, მაგრამ ცხელი პერიოდი დიდხანს გაგრძელდეს.

ჩვენს შემთხვევაში ჯერ არც რეკორდი მოხსნილა და არც განმეორებულა რეკორდული ტემპერატურა ამ დღეების განმავლობაში. თბილისისთვის მაქსიმალური ტემპერატურა, კლიმატური მონაცემით, არის 40,5 გრადუსი, რომელიც არ განმეორებულა, თუმცა მაღალი ტემპერატურების პერიოდი ამდენი ხნით რომ გაგრძელდა, უჩვეულოა. დედამიწაზე კლიმატის ცვლილება უმატეს რეგიონებში ტემპერატურის მომატებას იწვევს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეა აბსოლუტურად ყველგან, ზოგან შეიძლება დაიკლოს. საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულია ტემპერატურის მატება დაახლოებით 0.5- 0.6 გრადუსით კლიმატურ მონაცემთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1 გრადუსითაა მომატებული. ზუსტად ამ ცვლილებასთანაცაა დაკავშირებული ის, რომ ბოლო წლებში ზაფხული ნორმასთან შედარებით ცხელია.

იგივე ითქმის ზამთარზეც. ბოლო წლებში ზამთარი ნორმაზე მაღალი ტემპერატურით ხასიათდება. თბილისში, 90-იანებში, თოვლი არავის უკვირდა, ახლა იშვიათობაა. ესეც კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული.

ასე რომ, სექტემბერიც ცხელი გვექნება, შემოდგომა – თბილი. შემოდგომის ბოლოს შევძლებთ უკვე ვისაუბროთ, თუ როგორი ზამთარი გველის.“ – ამბობს ხათუნა ქოქოსაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved