• რეკლამა
  • კონტაქტი
01:29, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რიჟვაძის წერილს რომ ვკითხულობდი, ელდა მეცა, მეთქი ვანოს წერილის ქსეროასლი ხომ არ არის…” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
20:35 07-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42,052

ისტორიკოსი ბექა კობახიძე:

,,იყო ერთი ძველი ბოლშევიკი, სტალინთან ნაძმაკაცარი, ორჯონიკიძის ახლო მეგობარი – ვანო ჯეჯელავა. 1920 წელს იუნკერთა სკოლაზე თავდასხმას ეგ ხელმძღვანელობდა.
ბედის ირონიით, ჩემი ცოლის დიდი ბაბუა გახლდათ. 1936 წელს ბერიას კაბინეტიდან გამოსულმა თავი მოიკლა და დატოვა წერილი. დღეს რიჟვაძის წერილს რომ ვკითხულობდი, ელდა მეცა, მეთქი ვანოს წერილის ქსეროასლი ხომ არ არის…

ვანომაც ბოდიში მოუხადა ოჯახს, ფულს ვერ გიტოვებთო (ოღონდ იმან მართლა ვერ დაუტოვა. პირიქით, ვალები დატოვა) და მადლობა გადაუხადა პარტიას.

რატომ ქნა ეს ვანომ? თვითმკვლელობამდე მის გარემოცვას სულ სათითაოდ მიადგნენ და იცოდა შემდეგი ის იყო. მას კი მისი ოჯახის რეპრესირება მოყვებოდა. თვითმკვლელობითა და პარტიისადმი ბოდიშის მოხდით მან ოჯახი გადაარჩინა.
რატომ აღმოჩნდა რიჟვაძის წერილში ბატონიბიძინა? ამიტომ!
რა სიმბოლურია, რომ ვანოს კიდევ ერთი შვილთაშვილი იმ 84 დეპუტატს შორისაა, ვინც შარშან რუსულ კანონს მხარი დაუჭირა. ისტორიას უყვარს სიმბოლოები.

შარშან მე და კიდევ ბევრი გიმეორებდით, რომ თქვენც მოგადგებიან, ამხანაგო ქოცებო, აუცილებლად მოგადგებიანთქო. ვიცოდი, რადგან სხვანაირად არასდროს მომხდარა ამ ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ თქვენ ისტორია რა იცით?

აგერ ვნახე, რიჟვაძის ყველაზე თავგამოდებულ მეხოტბე ვინმე ასლან ლორთქიფანიძეს მისი ყველა ფოტო წაუშლია ფეისბუქიდან; ნინო ჯღარკავამ მიაგდო ირაკლი ღარიბაშვილი და კობახიძის პანეგერიკების წერა დაიწყო; ნოშიკონამორაძეებშიც ვერ ყოფილა კარგად საქმე.

ამასაც ვერ გაიგებთ, თქვე უბედურებო, მაგრამ თქვენი გადარჩენის ერთადერთი შანსი უკრაინის სრული გამარჯვებაა რუსეთთან ომში, რათა ცხელი ტყვიის ნაცვლად სამართლიანი სასამართლო და ცივილიზებული პასუხისმგებლობა რომ გეღირსოთ.“

თეგები: ბექა კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved