• რეკლამა
  • კონტაქტი
23:14, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რითია უკეთესი მაგდა გიორგი თარგამაძეზე?“ – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
17:17 10-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,856

„კავკასიური სახლის“ წევრი, ლევან ლორთქიფანიძე ივანიშვილის „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება:

„უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და ვუყურე ინტერვიუს ბ-ნ ბიძინა ივანიშვილთან.
უპირველეს ყოვლისა, თვალში მისი მდგომარეობა მომხვდა. რა საშინლად გამოიყურება! დაჩამიჩებული და ჩამომხმარია. ღმერთმა კარგად ამყოფოს, ფიზიკურ ტანჯვას არავის ვუსურვებ.
მილიარდერი დაგვცინის და გვამასხარავებს:
 ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი სოციალურ შემწეობას ითხოვს, მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბეს ებრძვის. ფაქტობრივმა მმართველმა კი თავისი გამოსვლის შესავალი, გამხსნელი ნაწილი დაუთმო წუწუნსა და მოთქმას იმის თაობაზე, რომ თავისი ერთი ანგარიშიდან მეორეზე ასობით მილიონი დოლარი წამში ვერ გადარიცხა, “ტრასტში” დაბანდებული კაპიტალის მართვაში ხელი შეუშალეს, თითოეულ შეფერხებულ დღეზე 100 000 დოლარი გადაუხადეს, ბერმუდაზე და სინგაპურში მიმდინარე სასამართლო დავებზეც მოგვაწოდა ინფრომაცია. გული დაგვეთუთქა, საწყალ ბიძინას, რამდენიმე თვე დასჭირვებია ახალი შვეულფრენის გერმანიიდან თბილისში ჩამოსაყვანად… უი, კიდევ პიკასო და ბრეიგელი ვერ გამოუტანია საწყობიდან უცბათვე.
რაში გვაინტერესებს? რა ჩვენი საქმეა? მშიერ ხალხს შენი მილიარდების ტრიალზე რომ ელაპარაკები, ეს არის სადისტური ცინიზმი, მეტი არაფერი.
 ჩვენ მისი პირადი ინტერესების, გადარიცხვების მძევალი ვართ. ბერმუდაში მოიგო სასამართლო და მზად არის დაელაპარაკოს აშშ-ის ელჩს, ვერ მოიგებდა, არ დაელაპარაკებოდა. როგორი ტყუილებითაც არ უნდა შეფუთოს, ფაქტია, რომ მისი საბანკო ანგარიშის მდგომარეობაზეა დამოკიდებული ჩვენი ბედი. ეს დამამცირებელია.
 კაცი თვალებში გიყურებს და გვეუბნება, რომ 700 საწარმო ააგუგუნა, 800 გადაიარაღა, “სამჯერ და ოთხჯერ მეტი გაკეთდა ყველა დარგში”, ეკონომიკა ყვავის, ციდან ოქროს მონეტები ცვივა და ამას ყველა საკუთარ მაცივარზე გვრძნობთ, მაგრამ არ ვიმჩნევთ, ვერ ვძღებით! ღორები ვართ!
 საქართველოს სკოლების უმრავლესობას ნორმალური ტუალეტი არ აქვს, თავმოყვარე ადამიანი იქ არ შევა… ბავშვებს ეშინიათ მყრალი ხვრელიდან გველეშაპი არ ამოვარდეს… ეზოში აღმართული, კანალიზაციის არმქონე ფიცრულებით არის სავსე ჩვენი სასწავლებლები. ასეთ ქვეყანაში კაცი გვაშინებს ბიჭების საპირფარეშოში ჰიგიენური “სალფეთკების” დალაგებით!!!!!!! სკოლებში, სადაც ბავშვებს მიმატება-გამოკლების შესწავლის, ტექსტიდან შინაარსის გამოტანის პრობლემა აქვთ, შიათ და გული მისდით; თურმე მთავარი გამოწვევა ყოფილა სქესის უნებართვოდ შეცვლის ოპერაციები!!!!!
საქართველო ფლორიდა არ არის და არც იქნება! ჩვენ სხვა პრობლემები გვაქვს… კარიკატურული კონსერვატიზმით უნდათ სოციალური უსამართლობიდან ყურადღების გადატანა.
 ბიძინა ივანიშვილს ეშინია! ეშინია, რომ ნაცების მიღმა სხვა ოპოზიციაც არსებობს! ეშინია, რადგან ამ არჩევნებზე შუა ვერ გაკრიფა… თურმე, 2021 წელს “გლობალურმა ომის პარტიამ” იცოდა, რომ 2022 წელს უკრაინაში ომი დაიწყებოდა, ამიტომ “ქართული ოცნების” დაშლა უნდოდათ. ამ მიზნით, ჯერ “ოცნების” ლიდერად გახარია დაუწინაურებიათ, მერე გადაუყენებიათ, რათა “ოცნება” მოშლილიყო, ნაცები დაბრუნებულიყვნენ და 2022 წელს საქართველოს 4 დღით დამატებითი ომი წამოეწყო რუსეთის წინააღმდეგ. ბოდვა!
 ივანიშვილმა გვითხრა არ ვვარგვივართ, უვარგისი გუნდი ვართ, შეიძლება მოგბეზრდით, მაგრამ მაინც ჩვენ უნდა აგვირჩიოთ, რათა რომელიღაც შეთქმულების თეორია რეალობად არ იქცესო. არასერიოზულია!
ერთი სიტყვით, ივანიშვილის გამოცვლის დროა!
P.S. საგულისხმოა, რომ ინტერვიუს უძღვებოდა სააკაშვილის საყვარელი სათამაშო ოპოზიციონერი, რომელიც დღეს ივანიშვილის საყვარელი სათამაშო ჟურნალისტია, ხვალ ჰიტლერი რომ მოვიდეს, იმის სამსახურში ჩადგება! ასეთ მორალი აქვთ “ოცნებაში” და “იმედზე”… რითია უკეთესი მაგდა გიორგი თარგამაძეზე? ))))“
თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

15:20 12-22-2025
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved