• რეკლამა
  • კონტაქტი
19:46, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რით დაემუქრა მაკრონი ივანიშვილს? – ყოფილი ელჩი საფრანგეთში

ალია ავტორი - ალია
00:24 12-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
455

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ეკა სირაძის შეფასებით, პრეზიდენტ მაკრონის ზარი ბიძინა ივანიშვილთან პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ლეგიტიმურობის არაღიარებაზე მიუთითებს.

„მაკრონმა ამ ნაბიჯით ივანიშვილს ძალიან მკაფიოდ უთხრა: მე არ ვიცი, შენ ვინ დასვი იქ პრემიერად ან პარლამენტის თავმჯდომარედ, შენ ხარ გადაწყვეტილების მიმღები და შენ ხარ პასუხისმგებელი, შესაბამისად, გელაპარაკები შენ. საერთაშორისო ლეგიტიმაცია, რომელსაც არჩევნების შემდეგ ასე ძალიან ელოდება მმართველი პარტია, მათ ამ ზარითაც ვერ მიიღეს. პირიქით, ივანიშვილისადმი ზარით მიიღეს ხაზგასმა, რომ პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის ინსტიტუტები არალეგიტიმურად ითვლება…

ტექსტი არის ძალიან ცალსახა და მკაფიო, ყოველგვარი დიპლომატიური ორაზროვნებისგან დაცლილი და ძლიერი სიტყვებით დატვირთული. გამოყენებულია ისეთი სიტყვები, როგორიცაა: დაგმო  (დაშინება და ძალადობა), მოითხოვა (დაკავებულების გათავისუფლება) და მოუხმო (გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ). ასევე, ძალიან საინტერესოა, რომ მაკრონმა ივანიშვილს ფაქტობრივად უთხრა, მწუხარებას გამოვთქვამ, რომ ევროპულ გზას აცდით და მე ვარ გარანტი იმისა, რომ ევროკავშირი შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს თქვენი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეო. ჩემი აზრით, ეს არის მუქარა — გაკვირდებით, გხედავთ, ვიცით, რა ხდება და მივიღებთ გადაწყვეტილებებს. აქ გასათვალისწინებელია, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს ფრანგული პასპორტი. შესაბამისად, შემთხვევითი არ მგონია და ძალიან ცალსახა გზავნილია, რომ ივანიშვილს სწორედ მაკრონმა დაურეკა“, განუცხადა „ნეტგაზეთს“ ეკა სირაძემ, რომელიც საფრანგეთში საქართველოს ელჩი იყო 2013-2018 წლებში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved