• რეკლამა
  • კონტაქტი
04:27, შაბათი, 3 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რისთვის ქირაობს 4 თვით ყოფილი პრემიერის ფონდი ამერიკის ლობისტურ კომპანიას?!

ალია ავტორი - ალია
12:20 03-02-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ხელშეკრულება, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობას ითვალისწინებს საჯაროა. თითოეული კონტრაქტის მიზნების, ღირებულების და მოქმედების ვადების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის (FARA) ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.

აღნიშნული სისტემის მიხედვით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ დაფუძნებულმა ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდმა (AGECF) 15 თებერვალს გააფორმა კონტრაქტი ამერიკულ საკომუნიკაციო/ლობისტურ ფირმა Delahunt Group International LLC-თან.

კონტრაქტის ხანგრძლივობა 4 თვეს შეადგენს, მისი ბიუჯეტი კი $40,000 დოლარია.

კონტრაქტის მიზანს საქართველოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოებისთვის მუშაობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და საქართველოში DFC-ის რეგიონული ოფისის გახსნის ადვოკატირება წარმოადგენს.

მამუკა ბახტაძემ ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი გასული წლის დეკემბერში წარადგინა. მაშინ მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ სამწუხაროა ფაქტი, რომ რეგიონში აშშ-ის ინვესტიციები იკლებს. „ამ ტენდენციას, რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა მათ შორის ერთ-ერთია და კვლევებიც ამაზე მიანიშნებენ, რომ ამერიკულ კომპანიებს აქვთ ნაკლებობა ფინანსური და ეკონომიკური ინსტრუმენტებისა, რათა აზიურ და რუსულ კომპანიებს გაუწიონ კონკურენცია.

შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა და პარტნიორობა უნდა იყოს ამის გასაღები, რათა შევქმნათ ახალი შესაძლებლობები. ეს იყო ჩემი და ჩემი ამერიკელი და ქართველი მეგობრების ძირითადი მოტივაცია, რომ დაგვეფუძნებინა ეს ორგანიზაცია – “ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი”, – დასძინა მან.

მამუკა ბახტაძემ პრემიერის პოსტი 2019 წლის სექტემბერში დატოვა.

წყარო: bm.ge

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved