• რეკლამა
  • კონტაქტი
03:19, პარასკევი, 13 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რისი ეშინიათ ხელისუფლების წარმომადგენლებს?

ალია ავტორი - ალია
03:46 03-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46,625

ლევან ჯავახიშვილი, ალია

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ასეთ შავ დღეში არ ყოფილა, როგორშიც დღეს არის. “ქართული ოცნების” ლიდერები, ბიძინა ივანიშვილის თამადობით, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის ტრიუმფალურ გამარჯვებას ელოდებოდნენ, ფსონი რუსეთზე ჰქონდათ დადებული, მაგრამ მათმა ვარაუდებმა არ გაამართლა. რუსეთი უკრაინასთან ომს ვერ იგებს და ამ დროს, “ქართულმა ოცნებამ” საბოლოოდ ჩამოიხსნა სახე. ბოლშევიკების ბევრი ღირსეული იდეური შთამომავალი ზის დღეს საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. რუსეთი მთელ მსოფლიოს დაუპირისპირდა და  თან  მოკავშირის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ უკრაინას კი არა, მთელ ცივილიზებულ სამყაროს ეომება. მთელი მსოფლიოს წინააღდეგ ომი  კი დღემდე არავის მოუგია და გამონაკლისი არც რუსეთი იქნება. ეს და კიდევ ბევრი რამ ვერ გათვალეს “ქართულ ოცნებაში”.

“ალია” წინა ნომერში, კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები უძრავ და მოძრავ ქონებას, ბიზნესებს სანდო პირებზე აფორმებენ, რომ ხელისუფლების ცვლილებების შემთხვევაში, ეს ყველაფერი შერჩეთ. იმავე წყარომ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ახლო  გარემოცვასთან არის დაკავშირებული, ახლა  გვაცნობა, რომ “ქართული ოცნების” ბევრმა ლიდერმა უცხოეთში  გააგზავნა ოჯახის წევრები – ევროპასა და ამერიკაში. მათ უმეტესობას იქ საკუთარი სახლები და ბინები აქვს. ზოგიერთებს, მრავალმილიონიან ევროდ თუ დოლარად შეფასებული. ბიძინა ივანიშვილის შვილები, რძალი და შვილიშვილიც საფრანგეთში არიან. საქართველოში მხოლოდ ივანიშვილი და მისი მეუღლე არიან. რისი ეშინიათ ხელისუფლების წარმომადგენლებს? მარტო ხელისუფლების შესაძლო ცვლილებაა ამის მიზეზი? ამის შესახებ “ალიას” წყარო მოგვითხრობს.

“რაც უფრო ცუდად მიდის რუსეთის საქმე უკრაინასთან ომში, მით უფრო დიდ პანიკაში არიან  ხელისუფლების წარმომადგენლები. ცხადია, მათ მარტო ხელისუფლების ცვლილებებისა არ  ეშინიათ. საქართველოს ხელისუფლებამ ცალსახად კოლაბორაციონისტული პოზიცია დაიკავა რუსეთის მიმართ. იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც ჩვენი  ქვეყნის უკუპაცია მოახდინა სულ რაღაც 13 წლის წინ, აფხაზეთზე აღარაფერს ვამბობ. დაგვიხოცა ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები. ოფიციალურად,  რუსეთთან საქართველო დღესაც ომის მდგომარეობაში იმყოფება და მისი ყველა ქმედება საქართველოს ტერიტორიაზე, საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და წესებს ეწინააღმდეგება. რუსეთი თუ დამარცხდა უკრაინასთან, თავშერცხვენილი და ზესახელმწიფოს სტატუსდაკარგული თუ გამოვიდა ამ ომიდან, მაშინ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ კოლაბორაციონისტების ხელისუფლებისგან წასვლას მოითხოვს.

სავარაუდოდ, სპეცსამსახურებს აქვთ ინფორმაცია, რომ ეს ხალხი გარეთ გამოვა, დაუპირისპირდება ხელისუფლებას და შესაძლოა, უფრო შორს წავიდეს პროცესები, უფრო მტკივნეულად განვითარდეს მოვლენები და ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათ ოჯახის წევრებზე  ქუჩებში, სხვა ადგილებში ფიზიკური ანგარიშწორება დაიწყოს. ამის საფრთხე მარტო თბილისში არ არსებობს, რეგიონებში უფრი მეტი შანსია, ამგვარი ინციდენტები მოხდეს. სოციალური ქსელი ჩვენი საზოგადოების სარკეა და ჩანს, რომ საზოგადოების 80% მაინც ამ ომში  უკრაინას უჭერს მხარს. ხელისუფლებას  არ უშველის  იმის ძახილი, რომ საქართველოს ომი არ უნდა, არც ერთი მეომარი ქვეყნის მხარეს არ უნდა დადგეს და რუსეთის გაღიზიანებით, შესაძლოა, ომი საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყოს რუსეთმა. საქართველოში ომის არავის უნდა და არც იმ ხალხს, ვინც უკრაინას ღიად უჭერენ მხარს და ჩვენი ხელისუფლებისგან ამ ომთან დაკავშირებით ცოტა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას  მოითხოვენ.  თუნდაც, ერთი განცხადების გაკეთებას, სადაც ღიად, ცალსახად იქნება რუსეთის აგრესია დაგმობილი  უკრაინაში და იქ ნეგატიურ კონტექსტში ვლადიმერ პუტინი იქნება ნახსენები – განუცხადა “ალიას”  წყარომ.

 

თეგები: ლევან ჯავახიშვილირუსეთ-უკრაინის ომიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

14:02 02-12-2026
ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
ახალი ამბები

ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი

12:19 02-12-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:58 02-12-2026
რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved