• რეკლამა
  • კონტაქტი
06:10, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რის აშენებას გეგმავს ზელენსკი? – ევროკავშირმა უკრაინისთვის €90 მილიარდიანი დახმარება დაამტკიცა

ალია ავტორი - ალია
13:41 04-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,782

ევროკავშირმა ოფიციალურად დაამტკიცა უკრაინისთვის €90 მილიარდის მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტი, მას შემდეგ რაც უნგრეთმა ვეტო მოხსნა და მრავალკვირიანი ბლოკირება დასრულდა.

ევროკავშირის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ დახმარების პირველი ტრანში შესაძლოა უკვე 2026 წლის მეორე კვარტალში ჩაირიცხოს, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს გააძლიეროს თავდაცვა, აღადგინოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და თავიდან აიცილოს ფინანსური კრიზისი.

ევროკავშირის ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გადაწყვეტილებას კვიპროსში გამართულ შეხვედრაზე მიესალმნენ, სადაც უკრაინის მხარდაჭერა ერთ-ერთ მთავარ საკითხად განიხილებოდა.

ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და მე ძალიან მადლიერი ვარ ყველა ლიდერის ერთსულოვნებისთვის. ეს არის ჩვენი არმიის გაძლიერება, ეს არის დრონებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების ჩვენი შიდა წარმოება. ეს ჩვენი სიცოცხლეა, რადგან საუბარია გადარჩენაზეც. ჩვენ გვქონდა საკმაოდ რთული, მართლაც საშინელი ზამთარი ამ ყველა ბალისტიკური შეტევისა და მასირებული დრონების იერიშების ფონზე. ჩვენ მათი 90%-ზე მეტი გავანადგურეთ, მაგრამ არა ყველა. სწორედ ამიტომ, ჩვენი ენერგოსისტემა მასირებული თავდასხმების ქვეშ მოექცა და ეს ჩვენთვის ძალიან რთული იყო. ახლა ჩვენ დიდ პროგრესს ვაღწევთ ენერგოსისტემის აღდგენაში, უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ მოვემზადოთ შემდეგი ზამთრისთვის. ამისთვის ფული გვჭირდება და ძალიან კარგია, რომ ჩვენ ამ თანხის 90 მილიარდიდან ნაწილს ჩვენი ენერგოსისტემის აღსადგენად გამოვიყენებთ. ომის დროს ჩვენ გვჭირდება ყველაფერი და ყველა. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ევროპის, ისინი ყველაზე დიდი დონორები არიან.

დიახ, ჩვენ გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატებიც. თქვენ იცით, რომ ჩვენ მხოლოდ პარტნიორები არ ვართ არსებობს აშშ-ის პროგრამები, ჩვენ გვჭირდება ანტიბალისტიკური რაკეტები. ჩვენ შევეცდებით ავაშენოთ ჩვენი, უკრაინული ანტიბალისტიკური სისტემა. ჩვენ ეს გვჭირდება და რა თქმა უნდა, ამას გავუზიარებთ ყველა პარტნიორს ყოველგვარი კითხვების გარეშე, რადგან ეს ყველას გვჭირდება. არა მხოლოდ სისტემის შექმნა, არამედ ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რომლებსაც მეტის წარმოება შეუძლიათ. ახლა, თქვენ იცით, რომ აშშ თვეში დაახლოებით 60-65 პატრიოტის ანტიბალისტიკურ რაკეტას აწარმოებს. ეს არაფერია. ახლო აღმოსავლეთზე თავდასხმის პირველივე დღეს მათ ორწლიანი წარმოების მოცულობა გამოიყენეს 24 საათის განმავლობაში. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება ჩვენი, ევროპული, დამოუკიდებელი, ძლიერი სისტემა და ჩვენ მას ავაშენებთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved