რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
„20 მარტიდან რიყე – ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური სამუშაოების გამო, დროებით მგზავრებს ვერ მოემსახურება. საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
კომენტარები