საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთზე მოძრაობა აღდგა. თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით, მხოლოდ ერთ ზოლზე გადაადგილდებოდა. ტრაილერებისთვის კი მოძრაობა დროებით, გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე, აიკრძალა.
კომენტარები