• რეკლამა
  • კონტაქტი
20:52, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რიგითი მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება ტრამპის სტანდარტით – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
01:52 10-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის შემცირების ერთ-ერთი გზა დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემი მედიკამენტი „რემდესივირია“, რომლითაც საქართველოში მკურნალობა, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოდან იქნება შესაძლებელი.

„ერთეულით, მაგრამ მაინც გაიზარდა სიკვდილობა. ამის გადაჭრის ერთ-ერთი გზა, რაც მთავრობის ინიციატივით და სამინისტროს უშუალო მონაწილეობით განხორციელდა, არის დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემი მედიკამენტის, „რემდესივირის“ რაც შეიძლება სწრაფი შემოტანა. ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-ს აქვს ფუფუნება, რომ ჰქონდეს ეს მედიკამენტი ავადმყოფებისთვის. კიდევ რამდენიმე ქვეყანა უკვე შეძენის პროცესშია ან ცალკეული პარტიები აქვთ შეძენილი.

როგორც ქალბატონმა მინისტრმა ბრძანა, უკვე შემუშავებულია მექანიზმი, რომელიც იოლი არ იყო, რადგან მთელი მსოფლიო ამ მედიკამენტის რიგში დგას. გარდა ამისა, არის ათასი ბიუროკრატიული პროცედურა, მათ შორის, მოწოდების ბიუროკრატია, ზოგ შემთხვევაში ორი თვე სჭირდება მოწოდებას. აქ გამოინახა მექანიზმები, რომ სადღაც 10 თუ 14 დღეში, ამას კიდევ დავაზუსტებთ, მოწოდება განხორციელდება და სადღაც 25-30 ოქტომბრიდან საქართველოს იმ მოქალაქეების მკურნალობას, ვისაც აქვს მძიმე ან კრიტიკულად მძიმე ფორმა, ყველაფერ იმასთან, რაც აქამდეც იყო – უმაღლესი სტანდარტების ზოგადი თერაპია, სტანდარტული თერაპია, მოვლა და ზოგიერთი ინოვაციური მიდგომა, მაგალითად, პლაზმის გადასხმა – დაემატება დღეისთვის ნომერ პირველი საშუალება, „რემდესივირი“. ცოტა უფრო შორეულ მომავალში კი ხელმისაწვდომი გახდება მონოკლონური ანტისხეულებიც, რომლის კვლევაშიც საქართველო მიიღებს მონაწოლეობას ორი მსოფლიო ლიდერის, ენტონი ფაუჩის და იენ სლუნდერნის პირადი რეკომენდაციით. მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოში რიგითი მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება ტრამპის სტანდარტით“

ამ დროისთვის კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი საქართველოში 93-ს აღწევს

თეგები: თენგიზ ცერცვაძეკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved