• რეკლამა
  • კონტაქტი
22:42, ორშაბათი, 16 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რი­კო­თზე ხელისუფლების და­ჟი­ნე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბა, უფრო მეტ ეჭვს მიღ­ვი­ვებს, არ გვჯე­რა, ბა­ტო­ნო, თქვე­ნი” – ძაბირაძე

ალია ავტორი - ალია
20:40 08-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,089

პოლიტოლოგი, ვახტანგ ძაბირაძე, “კვი­რის პა­ლიტ­რა­სთან” ამბობს:

“დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, ვუ­სამ­ძიმ­რებ და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებ­სა და ახ­ლობ­ლებს. სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის მას­შტა­ბი იმ­ხე­ლაა, ბუ­ნებ­რი­ვია ამან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი და მძი­მე რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. დიახ, ყვე­ლას გვაქვს კი­თხვე­ბი და სა­ჭი­როა გა­ე­ცეს პა­სუ­ხი. სამ­წუ­ხა­როდ, მომ­ხდარს უკვე აღა­რა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა, მაგ­რამ, ბო­ლოს და ბო­ლოს, იქ­ნებ მო­მა­ვალ­ში მსგავ­სი ტრა­გე­დი­ე­ბის პრე­ვენ­ცია მა­ინც მო­ხერ­ხდეს მომ­ხდა­რის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბი­თა და სწო­რი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნით.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მსგავ­სი რამ დატ­რი­ალ­და. გვახ­სოვს 2014 წელს დევ­დო­რა­კის ხე­ო­ბა­ში გლა­ცი­ა­ლურ-ღვარ­ცო­ფუ­ლი მოვ­ლე­ნა, რა დრო­საც მყინ­ვარწვე­რის კალ­თას დიდი მო­ცუ­ლო­ბის ყი­ნუ­ლი მოს­წყდა და ჩა­ი­ხერ­გა მდი­ნა­რე დევ­დო­რაკ-ამა­ლის ხე­ო­ბა­ში, და­ი­ღუპ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი; 2015 წელს დიდი მსხვერ­პლი მოჰ­ყვა ვე­რეს ხე­ო­ბა­ში სტი­ქი­ას და ა.შ. ბო­ლოს და ბო­ლოს, მთე­ლი გა­ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვეს­მო­და რი­კოთ­ზე არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის თა­ო­ბა­ზე… მოკ­ლედ, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთა­ვა­რი წუ­ხი­ლი და ინ­ტე­რე­სი ის არის, თუ რა გვე­ლის ხვალ-ზეგ, რო­გორ უნდა ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან მსგავ­სი ტრა­გე­დი­ე­ბი, მთა­ვა­რი კი­თხვაც – შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა შოვ­ში სტი­ქი­ი­სას ამ­ხე­ლა მსხვერ­პლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, სწო­რედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხვა­ლინ­დე­ლი დღის ში­შის­გან მომ­დი­ნა­რე­ობს. კი­თხვას, მო­მა­ვალ­ში რო­გორ უნდა შევ­ძლოთ უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, პა­სუხს ვე­რა­ვინ გას­ცემს, თუ არ იქნა შეს­წავ­ლი­ლი მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ე­ბი, თუ არ გა­ვარ­კვი­ეთ, ზუს­ტად რა და რო­გორ მოხ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ მეს­მის, სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნა რა­ტომ არის პრობ­ლე­მა?

ვინ აშე­ნებს და ვინ უწევს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ამ ახალ პრო­ექ­ტებს ისე­დაც რთუ­ლი რე­ლი­ე­ფის ქვე­ყა­ნა­ში?.. რა ელის რი­კოთ­ზე მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბას, რა გამ­ძლე­ო­ბის იქ­ნე­ბა იქ მშე­ნე­ბა­რე ხი­დე­ბი და გვი­რა­ბე­ბი? ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სჭირ­დე­ბა პა­სუ­ხე­ბი და ჩვენც ამ პა­სუ­ხე­ბის მო­თხოვ­ნით არ უნდა და­ვი­ღა­ლოთ. ძა­ლი­ან ცუ­დია, რო­დე­საც ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი გარ­ჩე­ვის თემა ხდე­ბა, მაგ­რამ ეს არის ჩვე­ნი სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა. ოპო­ზი­ცი­აც და ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ერ­თნა­ი­რად იქ­ცე­ვი­ან. რა გა­მარ­თლე­ბა აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ არ სურს კო­მი­სი­ის შექ­მნა. რა­ტომ არ უნდა, ეს ხომ იმა­ვე წუთ­ში აჩენს კი­თხვებს, რომ რა­ღაც ისე ვერ არის, რომ რა­ღაც აში­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. სხვა შემ­თხვე­ვა­ში რა პრობ­ლე­მა უნდა იყოს კო­მი­სი­ის შექ­მნა, ვერ გა­მი­გია. ოპო­ზი­ცია პო­ლი­ტი­კუ­რად ბევ­რად უკე­თე­სად გა­მო­ი­ყე­ნებს იმას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უარს ამ­ბობს კო­მი­სი­ის შექ­მნა­ზე, ვიდ­რე უშუ­ა­ლოდ კო­მი­სი­ა­ში მუ­შა­ო­ბას.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან არის მთა­ვა­რი კი­თხვა, რა­ტომ არ შე­იქ­მნა მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მე­ბი, მით უფრო, თუ და­პი­რე­ბაც გა­ცე­მუ­ლი იყო, მაგ­რამ მე “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თა­ნაც” მაქვს კი­თხვა – მათ რა გა­ა­კე­თეს, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყ­ვნენ? მა­გა­ლი­თად, ყვე­ლას გვახ­სოვს რი­კო­თის ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც სწო­რედ მათი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს მოხ­და. გვი­პა­სუ­ხონ, ამის მერე რა გა­ა­კე­თეს უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის? ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი მი­დი­ან და მო­დი­ან, მაგ­რამ ეს ისე­თი თე­მაა, რო­მე­ლიც ფარ­თო სპექტრით ითხოვს გა­აზ­რე­ბას და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას. როცა ვლა­პა­რა­კობთ უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მებ­ზე, არა­ვის არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია, მათ შო­რის არც “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას”, ბო­ლოს და ბო­ლოს, სწო­რედ მა­გა­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს გა­უქ­მდა გე­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი, თუმ­ცა ეს “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” სუ­ლაც არ ამარ­თლებს,

არ ვიცი, გა­ხა­რი­ას ჯგუ­ფი უჭერს თუ არა კო­მი­სი­ის შექ­მნას მხარს, მეს­მის, რომ შე­იძ­ლე­ბა გა­ხა­რი­ას­თა­ნაც იყოს კი­თხვე­ბი, მაგ­რამ ეს ის თე­მაა, რო­მელ­ზეც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ის­ვას კი­თხვე­ბი და პა­სუ­ხიც გა­ე­ცეს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­თან­ხმე­ბი “ლე­ლოს” გან­ცხა­დე­ბას რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე. არ ვი­ცით, იქ რა მოხ­დე­ბა ხვალ-ზეგ. ისევ რი­ონ­ში ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი ხი­დის ჩან­გრე­ვა უნდა გა­ვიხ­სე­ნო. ხომ ფაქ­ტია, რომ აშენ­და არას­წო­რად, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად. რა­ტომ ვართ და­ზღვე­უ­ლი იმის­გან, რომ იგი­ვე არ გან­მე­ორ­დე­ბა რი­კოთ­ზე? ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თი­ან კონ­ტექ­სტში უნდა გა­ვი­აზ­როთ. თუ ადა­მი­ანს ეს პრობ­ლე­მე­ბი მარ­თლა აწუ­ხებს და ამ უბე­დუ­რე­ბა­ში პო­ლი­ტი­კურ სარ­გე­ბელს არ ეძებს, მა­შინ შე­უძ­ლე­ბე­ლია ის კო­მი­სი­ის შექ­მნას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დეს. კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბა­ში უნდა მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. ჩვენ გვჭირ­დე­ბა პა­სუ­ხე­ბი ამ საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან, რა­საც უნდა მოჰ­ყვეს ახა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბიც, მათ შო­რის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსშიც, იქ­ნე­ბა ეს და­უ­დევ­რო­ბა გულ­გრი­ლო­ბის მუხ­ლი თუ ფუ­ლის კე­თე­ბის მიზ­ნით გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვა. მი­მაჩ­ნია, რომ ამ­გვარ და­ნა­შა­უ­ლებს ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვადა არ უნდა ჰქონ­დეთ. მე არა ვარ სპე­ცი­ა­ლის­ტი, მაგ­რამ ძა­ლი­ან მე­ეჭ­ვე­ბა სხვაგ­ვა­რად ამ პრობ­ლე­მებს რა­ი­მე ეშ­ვე­ლოს.

რი­კო­თი ისე­თი სა­კი­თხია, რო­დე­საც, უკაც­რა­ვად პა­სუ­ხია და, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ფა­რა­ტი­ნა გან­ცხა­დე­ბებს ნამ­დვი­ლად ვერ ვენ­დო­ბით. მათი და­ჟი­ნე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბა, პი­რა­დად მე უფრო მეტ ეჭვს მიღ­ვი­ვებს. რაც არ უნდა ბევ­რი ილა­პა­რა­კოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ტრა­გე­დი­ე­ბი ახ­სოვს, მათ შო­რის ამ გა­ზა­ფხულ­ზე რი­კოთ­ზე შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბი და ითხოვს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას. მეც მი­ვაქ­ციე ყუ­რა­დღე­ბა, რო­გორ გა­მო­ლაგ­დნენ მი­ნის­ტრე­ბი და გვიმ­ტკი­ცებ­დნენ რა­ღა­ცას, არ გვჯე­რა, ბა­ტო­ნო, თქვე­ნი, ისე­ვე რო­გორც არ გვჯე­რა ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც ამ გან­ცხა­დე­ბებს სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გამო აკე­თე­ბენ და არა იმი­ტომ, უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე რე­ა­ლუ­რად შეს­ტკი­ვათ გული. ამი­ტომ არის სა­ჭი­რო სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა”

 

 

 

თეგები: ვახტანგ ძაბირაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved