პარლამენტმა უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო. „ბევრად უფრო ადეკვატური იქნებოდა, რომ რეზოლუციაში რუსეთი მოხსენიებული ყოფილიყო“ – ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი, ჰერმან საბო რეზოლუციას და აღნიშნავს, რომ დოკუმენტში უკრაინის მხარდაჭერა ჩანს, მაგრამ რაღაც ცალყბად გაღიმებასავით არის.
„მარტივი დიპლომატიაა, რომ როცა შენს ქვეყანს რაიმე ფორმით მხარს უჭერენ, ნაჩუქარ ცხენს კბილები არ გაუსინჯო. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ბევრად უფრო ესიამოვნებოდათ და ბევრად უფრო ადეკვატური იქნებოდა, რომ რეზოლუციაში რუსეთი მოხსენიებული ყოფილიყო, რადგან ამ კონფლიქტში აგრესორი სწორედ რუსეთია. რეზოლუციის ტექსტი ისეთი არ არის, რომელზეც ხელი უნდა ჩაიქნიო, მასში უკრაინის მხარდაჭერა ნამდვილად ჩანს, მაგრამ რაღაც ცალყბად გაღიმებასავით არის და არაბოლომდე მყარად მორალური ტექსტია“, – განაცხადა საბომ.














კომენტარები