ხელისუფლების დამხობის “მოწოდებებთან” დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე სოციალურ ქსელებში მოქალაქეების ირონიული გამოხმაურებების შემდეგ, წარწერა “რევოლუცია” თბილისის ქუჩებში გამოჩნდა.
მოქალაქეებმა წარწერები კედლებზე გუშინ გააკეთეს, თუმცა დღეს წაშლილი დახვდათ. ის ხელისუფლებამ საღებავით გადაფარა.
საქმე ეხება სუს-ის იმ განცხადებას, სადაც ეწერა, რომ ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები ვრცელდება.
კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მოქალაქეები, განზრახ თუ გაუცნობიერებლად, თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ პირდაპირ მოუწოდებენ, მათ შორის, ძალადობრივი გზებით.
კომენტარები