• რეკლამა
  • კონტაქტი
00:42, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Reuters საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით: „ხუთი წუთი ავტოკრატიამდე – როგორ გადაუხვია საქართველომ დასავლური გზიდან“

ალია ავტორი - ალია
11:06 11-18-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ბრიუსელის შეფასების თანახმად, საქართველო ახლა დასავლეთისგან უფრო შორსაა, ვიდრე მისი პოსტსაბჭოთა ისტორიის რომელიმე დროს, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები მოშლილია, სასამართლოები კი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშაა, – ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში: „ხუთი წუთი ავტოკრატიამდე – როგორ გადაუხვია საქართველომ დასავლური გზიდან“, რომელსაც Reuters-ი აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ საქართველოს პარლამენტში მანდატების მოსაპოვებლად ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის წინ ოპოზიციური კოალიციების მრავალფეროვანი სპექტრი იბრძოდა, მათგან ოთხმა ადგილები მოიპოვა.

სტატიის თანახმადვე, დღეს, ოპოზიციის რვა მთავარი ლიდერიდან ყველა, ერთის გარდა, ციხეში, დევნილობაშია ან სისხლის სამართლის ბრალდებები ემუქრება, ამასთან, მმართველი პარტია სამი მთავარი ოპოზიციური ჯგუფის სრულად აკრძალვას ისახავს მიზნად.

„ერთპარტიულ მმართველობაზე გადასვლამ ბევრი შოკში ჩააგდო პატარა სამხრეთ კავკასიურ ქვეყანაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ წლებში საქართველო სწრაფად მზარდი დემოკრატიის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისა და რუსეთის ორბიტიდან გამოსვლისკენ მიისწრაფოდა. თუმცა, ბრიუსელის შეფასების თანახმად, ის ახლა დასავლეთისგან უფრო შორსაა, ვიდრე პოსტსაბჭოთა ისტორიის რომელიმე დროს. ბრიუსელის შეფასებით, მისი დემოკრატიული ინსტიტუტები მოშლილია, სასამართლოები კი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშაა. ევროკავშირმა ანგარიშში განაცხადა, რომ საქართველო ახლა მხოლოდ სახელით არის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ევროკავშირის ელჩმა თბილისში განაცხადა, რომ საქართველო საერთოდ აღარ დგას ბლოკში გაწევრიანების გზაზე“, – წერს გამოცემა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართული პოლიტიკისა და დიპლომატიის ვეტერანებმა, რომლებიც Reuters-ს ბოლო რამდენიმე თვის მოვლენებზე ესაუბრნენ, განაცხადეს, რომ როგორც ჩანს, საქართველო იმ ზღვართან ახლოსაა, რომლის იქითაც დემოკრატიისთვის აღდგენა რთული იქნება.

„ჩვენ ახლა ხუთი წუთი გვაშორებს ერთპარტიულ დიქტატურას“, – ციტირებს სააგენტო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს სერგი კაპანაძეს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ოპონენტები ავტორიტარული ცვლილების ავტორად „ქართული ოცნების“ მილიარდერ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ასახელებენ.

Reuters-ი წერს, რომ შავი ზღვის რეგიონში სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მქონე საქართველოს, თეორიულად, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს დასავლეთის მცდელობაში, ენერგეტიკული და სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიცირება მოახდინოს.

„1990-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებული ეთნიკური კონფლიქტისა და ეკონომიკური კოლაფსიდან გამოსვლის შემდეგ, საქართველომ სწრაფი ზრდა განიცადა, რაც ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პოლიტიკით იყო განპირობებული, რასაც თან ახლდა დასავლეთისკენ ქვეყნის პოლიტიკური შემობრუნება. ეს ღიაობა ახლა სწრაფად შეიცვალა, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2 000-იანი წლების დასაწყისში დაფიქსირებულ დონემდე შემცირდა. შავ ზღვაზე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა – პოტენციურად მნიშვნელოვანი სატრანზიტო ჰაბი, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს – დიდწილად შეჩერდა მას შემდეგ, რაც კონსორციუმი, რომელსაც დასავლეთი ხელმძღვანელობს, პროექტიდან გააძევეს. ამის შემდეგ კონტრაქტი ჩინურმა კომპანიამ მოიგო, თუმცა პორტის მშენებლობის პროგრესი მინიმალურია“, – აღნიშნულია სტატიაში.

Reuters-ი წერს, რომ საქართველო ამჟამად ნავთობის დაახლოებით 45%-ის იმპორტს რუსეთიდან ახორციელებს, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 2012 წელს მხოლოდ 8%-ი იყო.

„ბოლო კვირების განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი ღონისძიება განახორციელა, რომელიც პოლიტიკური დისიდენტობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი სამი მთავარი ოპოზიციური პარტიის საქმიანობას აკრძალავს, ხოლო ცხრა ძირითადი ოპოზიციური ფიგურის, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის ბრალდებები, ნებისმიერ პოტენციურ ოპონენტს წლების განმავლობაში გისოსებს მიღმა დატოვებს. ბოლო დროს, რეპრესიები მმართველ პარტიასთან დაახლოებულ ფიგურებსაც კი შეეხო. სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენეს მთავრობის მაღალჩინოსნებს და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ივანიშვილის ყოფილ მთავარ მოკავშირეებსაც კი“, – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ პარლამენტის წინ ღამის ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე განხორციელებული დაპატიმრებები პოლიტიკურ აქტივისტებს შიშის და სასოწარკვეთის მდგომარეობაში აყენებს. ათობით ადამიანი ციხეში იმყოფება ან გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმდა.

„საქართველო უბრალოდ გაქრა არა მხოლოდ ევროპული მაგიდიდან, არამედ გლობალური სცენიდანაც. ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას“, – ციტირებს გამოცემა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved