Reuters-ი ირანის უზენაესი ლიდერის გარემოცვასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის ახალ უზენაეს ლიდერს, მოჯთაბა ხამენეის მძიმე დაზიანებები აქვს და მკურნალობას განაგრძობს.
წყაროებმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნეს, რომ მოჯთაბა ხამენეის სახე დასახიჩრებული აქვს.
გამოცემის წყაროების ცნობით, ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ ომის დაწყებისას ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერისა და მამამისის, ალი ხამენეის რეზიდენციაზე საჰაერო დარტყმის შედეგად სახისა და ფეხის მძიმე დაზიანებები მიიღო.
















კომენტარები