რესტორატორები დღეს 15:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
კვების სფეროში დასაქმებული ადამიანები მოთხოვნებს მთავრობის ადმინისტრაციასთან კიდევ ერთხელ გააჟღერებენ.
„ასეთი უსუსურობის განცდა რაც ახლაა მე პირადად არასდროს მქონია, იმიტომ რომ ყოველთვის ჩემი ქმედებით ვაკონტროლებდი ჩემს ცხოვრებას. ახლა არის ფორსმაჟორული სიტუაცია. ქვეყანა არის ჩაკეტილი.
ელით მათგან დირექტივას როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ და როგორ გადავრჩეთ. მოგვაქციოს სახელმწიფომ ყურადღება“, – განაცხადა „რუსთავი 2“ -ის ეთერში რესტორატორმა ვერიკო გუბელაძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს 100-ზე მეტი რესტორანი მიტანის სერვისს 24 საათით შეაჩერებს. პროტესტის მიზეზი დაწესებული შეზღუდვების მოხსნაა.
კომენტარები