• რეკლამა
  • კონტაქტი
15:23, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები აქციას მართავენ

ალია ავტორი - ალია
14:25 01-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი საავადმყოფოსთან აქციას მართავს. ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას აპირებენ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგის, მალხაზ გოგუას განცხადებით, აპირებენ, რომ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანონ.

„დღეს არის იმ აქციების გაგრძელება, რომელიც იყო. ჩვენი აქციები იმიტომ დაიწყო, რომ მთავრობამ მიიღო საავადმყოფოს შენობის დანგრევით გადაწყვეტილება, შემდეგ გამოიცა ბრძანება საავადმყოფოს შენობის თანამშრომლების დათხოვნაზე. რესპუბლიკური საავადმყოფო წყვეტს მუშაობას უახლოეს ორ კვირაში.

ეს არის პროტესტის გაგრძელება, არ გავჩერდებით. შაბათს ვაპირებთ საპროტესტო აქცია გავმართოთ მთავრობის სახლთან, იმიტომ, რომ სამინისტროდან უკვე რაც პირობები იყო, არაფერი არ შეასრულეს. ამიტომ მივმართავთ უკვე მთავრობას.

ასევე, შევიტანთ სარჩელს საქალაქო სასამართლოში, როგორც მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, ისე ამ ბრძანების წინააღმდეგ.

ჩვენ ვითხოვთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო არ დაიხუროს. ჩვენ ვერავინ ვერ დაგვარწმუნა იმაში თუ რატომ არ გამოდგება ეს შენობა საავადმყოფოსთვის. შენობა მდგრადია და აქ საავადმყოფო თუ არა ბევრი სხვა რამ შეიძლება გაკეთდეს. საავადმყოფოსთვის რატომ არ გამოდგება, ამის მყარი არგუმენტები არ არის”, – აცხადებს მალხაზ გოგუა.

ცნობისთვის, 26 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა ლოზუნგით – „ერთად გადავარჩინოთ რესპუბლიკური საავადმყოფო”. ისინი მოუწოდებდნენ მინისტრს, რომ რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს. ამავე დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრმა სამედიცინო პერსონალს შეხვედრისკენ მოუწოდა. აქციაზე მყოფმა სამედიცინო პერსონალმა კი შეხვედრაზე უარი განაცხადა. როგორც მათ აღნიშნეს, მინისტრს იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუ ბრძანებას გააუქმებს კლინიკის რეორგანიზაციის შესახებ, კომპენსაციებზე საუბარს კი არ აპირებენ.

ინფორმაციისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved