• რეკლამა
  • კონტაქტი
11:01, ხუთშაბათი, 29 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რელე”, რომელმაც არ იმუშავა – არსებობს, თუ არა, ვაკის პარკის შადრევნის უსაფრთხოების დასკვნა?

ალია ავტორი - ალია
21:11 10-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
709

თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ექსპლუატაციაში გაშვებამდე შადრევანი “შემოწმებულიც იყო და დაექსპერტებულიც”.

“რადიო თავისუფლება” წერს, რომ ვაკის პარკში შადრევნების რეაბილიტაციის დაწყებიდან დასრულებამდე სატენდერო დოკუმენტაციაში 6 ინსპექტირების ანგარიშია ატვირთული და ყველა მხოლოდ სამუშაოს მოცულობისა და ღირებულების სიზუსტეს ეხება.

მერიასა და კონტრაქტორი კომპანია, “გრინსერვის+”- ს შორის 2021 წლის ოქტომბერში გაფორმებულ ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ტექნიკური ზედამხედველობა ვაკის პარკში მიმდინარე სამუშაოებისთვის თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას უნდა გაეწია – ამ კომპანიის მიერ მომზადებული დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციას არ ახლავს.

თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ლაბორატორიის დასკვნები სხვა ორი შემმოწმებელი კომპანიის, სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროსა და მშენ-ექსპერტის მიერ მომზადებულ ინსპექტირების ანგარიშებს აქვს დართული. ამ დოკუმენტების მიხედვით, ვაკის პარკში შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნაკლოდ – “პროექტის, სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად არის შესრულებული და პასუხობს მიმღების მოთხოვნებს”.

თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ გაცემული ერთ-ერთი დასკვნა
თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ გაცემული ერთ-ერთი დასკვნა

 

მერიისა და “გრინსერვის +”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, მერია კონტრაქტორი კომპანიის მიერ სამშენებლო სამუშოების ჩაბარებისას უნდა დაეყრდნოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, ან სხვა აკრედიტებული კომპანიის/ექსპერტის მიერ გაცემულ დასკვნას. ვაკის პარკის შადრევნის შემთხვევაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არ მოუმზადებია, ისინი მხოლოდ უბედური შემთხვევის შემდეგ ჩაერთნენ საგამოძიებო პროცედურებში.

როგორც “მშენ-ექსპერტის” დირექტორი ამბობს მედიასთან, ხარისხის შემოწმება მათი ამოცანა არ ყოფილა და დასკვნა თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის მანამდე მომზადებული დასკვნების, ანუ იმ დოკუმენტების საფუძველზე შეადგინეს, სადაც ეწერა რომ სამუშაოები “პროექტის, სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად არის შესრულებული”.

“მე დავადასტურე მხოლოდ ღირებულება – რა დაიხარჯა. ზედამხედველობა ჩემი არ იყო. ზედამხედველობა თბილისის მერიის ლაბორატორია უწევდა – ფარულ სამუშაოებს, შიგნით რა ჩაიდო და როგორ გაკეთდა. მე ვადასტურებდი ხარჯვით ნაწილს. ხარისხთან მე შეხება არ მქონდა – პასუხისმგებელი თბილისის ლაბორატორიაა… სამშენებლო ნორმები და წესები, რაც წერია ნიშნავს, რომ ხარჯვითი ნორმები როგორია, მაგალითად ბეტონი რამდენი სჭირდება.

თბილისის ლაბორატორია მიგზავნიდა ფარული სამუშაოების აქტებს, რომელსაც მე ვეყრდნობოდი. შიგნით რა კაბელი და რა ტიპის არის ჩადებული, მე ხომ არ მინახავს, მე ვეყრდნობოდი აქტებს. ხარჯვით ნაწილს, რაც ჩანდა ზედაპირულად – სანათები ეყენა თუ არა და რამდენი, დანადგარი ეყენა თუ არა – ფასი დავადგინე იყო თუ არა დახარჯული” – ამბობს კომპანია მშენ-ექსპერტის დირექტორი, ნუგზარ ქიტიაშვილი.

13 ოქტომბერს, იმ დღეს, როცა შადრევანში დენის დარტყმის შემდეგ 13 წლის ბავშვი გარდაიცვალა, მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა მედიას უთხრა, რომ შადრევანი “შემოწმებულიც არის და დაექსპერტებულიც. ჩვენ ჩავიბარეთ ექსპერტიზის საფუძველზე. აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაიბარა, რომლის სახელიც არ მახსოვს ზეპირად”, – და დაამატა, რომ ოფიციალურ გახსნამდე არაერთხელ იყო სატესტო რეჟიმში ჩართული და მას როგორც ჩართულს, ასევე გამორთულს, რეგულარულად წმენდენ მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები.

29 აგვისტოთი დათარიღებულ საექსპერტო დასკვნაში, რომელიც 533 გვერდიანი დოკუმენტია, ჩანს რომ სატესტო რეჟიმში ამოწმებდნენ ვაკის პარკის შადრევნების სისტემას, თუმცა ძირითადად მოწმდებოდა წყლის ჭავლის მიწოდება.

 

ამ დასკვნაშივე ვხვდებით დოკუმენტებს, რომლებიც სამშენებლო პროცესში გამოყენებული მასალების, მათ შორის დენის სადენების, წყალქვეშა განათების სისტემების ხარისხს აფასებს. აქვეა ასევე დაბალი ძაბვის კაბინეტის ინსპექტირებისა და ტესტირების ამსახველი ჩანაწერები და ფოტომასალა.

მერიისა და გრინსერვისს + -ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, 2022 წლის 26 აგვისტოს შემდეგ, ანუ როცა მხარეებმა მიღება-ჩაბარების აქტს მოაწერეს ხელი, ვაკის პარკის შადრევნებზე პასუხისმგებელი თბილისის მერია გახდა.

ვაკის პარკის შადრევნის შემთხვევაში ხელშეკრულებით გაწერილი ჩაბარების წესი ასეთი იყო

“ძალიან ბევრი ობიექტი გვაქვს ქალაქში და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არსად გვქონია. ამ შემთხვევაშიც, გათვალისწინებული იყო კონკრეტული „რელე“, რომელსაც უნდა ემუშავა ძაბვის ცვალებადობის დროს. ახლა გამოძიების საგანია, რატომ არ იმუშავა ამ ხელსაწყომ“, – უთხრა დღეს მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ ჟურნალისტებს.

წყარო – რადიო თავისუფლება

 

 

როგორ უნდა ყოფილი შადრევანი ტექნიკურად მოწყობილი? – “ამან გამოიწვია ტრაგედია” – ირაკლი ჟვანია

თეგები: ვაკის პარკის ტრაგედია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved