• რეკლამა
  • კონტაქტი
10:23, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,რეგიონს, რეალურად, ეს კაცი მართავდა, ყველა ბიზნესმენი ანგარიშვალდებული იყო ამასთან, ჯიხური, რომ ჯიხურია, ის ვერ იდგმებოდა მის გარეშე“ – რას ყვება მურმან დუმბაძე?

ალია ავტორი - ალია
23:40 09-18-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,948

მურმან დუმბაძე ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძის საქმე შეისწავლა, მის ნათესავებში მოიკითხა და რაღაც ახალი დეტალები გაარკვია, რა დროსაც შეიტყო, როგორ იმალებოდა მშობლიურ სოფელში რიჟვაძე მას შემდეგ, რაც “სუს-ის 36-ე ჩინოვნიკა დაურეკა და ბიძინას დანაბარები გადასცა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ“.

დუმბაძე ამბობს, რომ სწორედ ამის შემდეგ მიიღო ფსიქოლოგიური შოკი რიჟვაძემ, რომელიც უბრალოდ ფორმალურად იყო აჭარის პირველი პირი და სინამდვილეში კი რეგიონს მისი მამა მართავდ და ყველა ბიზნესის თუ ჯიხურის წილში იჯდა.

დუმბაძე ადასტურებს, რომ აქვს ინფორმაცია იმაზე, რომ ნამდვილად ჰყავდათ დავით რიჟვაძე დაპატიმრებული და სწორედ იმ წილებიდან აღებულ ფულს სთხოვდნენ, რომელიც მან შვილის მმართველობის პერიოდში დააგროვა.

თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ როცა რიჟვაძე გადააყენეს ივანიშვილმა დაურეკა, არა 36-ე ჩინოვნიკმა დაურეკა სუს-ის და უთხრა, რომ ბიძინამ თქვა, შენ უნდა გადადგეო. ბიჭმა მიიღო ფსიქოლოგიური შოკი და გაიქცა მის მშობლიურ სოფელში, მაღალმთიან აჭარაში და იქ იმალებოდა, სადაც ააკითხა ახვლედიანმა და ჩაიყვანა საგარეჯოში, სისხლი რომ დაღვრილიყო და ეს საქმე არ გახმაურებულიყო, ჩვენ ვერაფერსაც ვერ გავიგებდით. ეს ბავშვი ჩვენ დავღუპეთ, მას “ოცნებამ“ ლიდერთა შორის ლიდერი უწოდა, იმიტომ რომ ახვლედიანმა მეოთხე შვილი უწოდა, შეიძლება ასეთი საუბარი ოფიციალურ პირებზე ტელევიზებთან? 

ამ პერიოდში რეგიონს რიჟვაძე შვილი კი არა მამა მართავდა, ის იყო ყველა ბიზნესმენის წილში, ყველა სართულის და ბუტკის წილში. ყველგან საცეცები ჰქონდა, ანგარიშები მას ჰბარდებოდა, დავით რიჟვაძე იყო მთავარი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ძველი ხელისუფლების დროს იყო მარბიელი და ავაზაკი, ასლან აბაშიძის დროს, მიხეილ სააკაშვილის დროს და გააგრძელა “ქართული ოცნების “დროსაც. ეს კაცი გამოარჩია ბიძინა ივანიშვილმა, ვიღაცის მეშვეობით, მიიყვანა და დასვა მთავრობის თავმჯდომარედ, წარმოგიდგენიათ რა უტიფრობასთან და თავხედობასთან გვაქვს საქმე? დადასტურებულად ვიცი, რომ რიჟვაძის მამა დაპატიმრებული ჰყავდათ და მისგან ფულის ამოღებას ითხოვდნენ, იმ ფულის, რომლებიც წილებიდან მიიღო. ყველა ბიზნესმენი ანგარიშვალდებული იყო ამასთან, ჯიხური, რომ ჯიხურია, ის ვერ იდგმებოდა მის გარეშე, – განაცხადა დუმბაძემ გადაცემა “რეაქციაში“.

მისივე თქმით, რა მოხდა საგარეჯოში, საზოგადოებისთვის ბოლომდე ცნობილი მანამ ვერ გახდება, ვიდრე ახალი ხელისუფლება არ იქნება ქვეყანაში.

სანამ ეს ხელისუფლება იქნება, რიჟვაძე იქნება „ქართული ოცნების“ ისეთივე მონა, როგორიც იყო აქამდე, – დასძინა მან.

თეგები: მურმან დუმბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved