• რეკლამა
  • კონტაქტი
15:10, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რეალობა ახლა ლუგანსკისა და დონეცკის მიმართულებით ასეთია…” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
22:50 07-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
219
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
3 ივლისის შეჯამება უკრაინაში:
– რუსები ლისიჩანსკის დაკავების შემდეგ ორი მიმართულებით ცდილობენ გაჭრას – რეალურად კი მიუყვებიან ორ სამანქანო მაგისტრალს. ერთი მიმართულება ბახმუტია, მეორე კი სივერსკი. ორივე ქალაქი მნიშვნელოვანია და კარგად გამაგრებული. განსაკუთრებით კი ბახმუტი.
ამასობაში, სანამ რუსები ლისიჩანსკის მიდამოდან გადაჯგუფებას ცდილობენ უკრაინის ავიაციამ განმეორებითი რეიდები მოაწყო რუსულ სამხედრო კოლონებსა და შეჯგუფებებზე, მათ შორის ლისიჩანსკის მიდამოებშიც კი.
– რეალობა ახლა ლუგანსკისა და დონეცკის მიმართულებით ასეთია: ლუგანსკის რაიონს მთლიანად აკონტროლებენ რუსები, ხოლო დონეცკის რაიონს სამი მიმართულებით უტევენ – 1. უშუალოდ ქალაქი დონეცკის მომიჯნავედ ავდიივკასა და მარიინკას მიმართულებით; 2. ლისიჩანსკი-ბახმუტისა და ლისიჩანსკი-სივერსკის მიმართულებით; 3. იზიუმი-სლავიანსკი და ლიმანი-სლავიანკის მიმართულებით; სამივე მიმართულება საკვანძოა. მოსალოდნელია, რომ უკრაინელებმა ამ უკანასკნელ მიმართულებაზე ისეთი წინააღმდეგობა უნდა გასწიონ რომ რუსებმა ორ უმთავრეს ქალაქში სლავიანსკსა და კარამატორსკში შესვლა ვერ ან უზარმაზარი დანაკარგებით მოახერხონ.
– დონეცკის რაიონში რუსები მთელი დღის განმავლობაში ბომბავდნენ მშვიდობიან ქალაქებს სლავიანსკსა და კრამატორსკს. განურჩევლად იბომბებოდა საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები თუ სკოლები. გამოყენებული იყო აკრძალული კასეტური ბომბები. უკვე 500-ზე მეტი 14 წლამდე უკრაინელი ბავშვია მოკლული, მათ შორის მნიშვნელოვანი წილი სწორედ კრამატორსკზე, მარიუპოლსა და ბუჩა-ირპინზე მოდის.
– უკრაინელებმა დღის განმავლობაში რამდენიმე საარტილერიო იერიში მიიტანეს რუსების მიერ დაკავებულ საკვანძო ობიექტებზე:
>> დაიბომბა 2015 წელს ოკუპირებული დებალცევეს რკინიგზის კვანძი, რომელიც დონეცკში თავისი მნიშვნელობით გამორჩეულია;
>> დაიბომბა ტოკმაკი-მელიტოპოლის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხიდი (ზაპორიჟიას რაიონში);
>> დაიბომბა დონეცკის რუსული სამხედრო საწყობები;
>> დაიბომბა ხერსონის სამხედრო ობიექტები;
– თურქეთმა უკრაინის მოთხოვნით შავ ზღვაში პოლიციური ოპერაციის შედეგად დააკავა უკრაინიდან მოპარული, ხორბლით დატვირთული ხომალდი. იგი ოკუპირებული ბერდიანსკის პორტიდან იყო გამოსული და 7000 ტონა ხორბალი გადაჰქონდა. ახლა ხომალდი თურქეთის წყლებში იმყოფება.
– კრიზისი არამხოლოდ კალინინგრადის მიმართულებით გრძელდება ლიეტუვასა და რუსეთს შორის, არამედ ნორვეგიაშიც. 1920 წლის შეთანხმებით სვალბარდი (შპირცპერგენი) ნორვეგიის კონტროლქვეშ მყოფი კუნძულებია, თუმცა მასზე რუსებს სპეციალური მაღარო აქვთ განთავსებული (სადაც ლენინის ფოტოები აქვთ გამოფენილი). ახლა ამ მაღაროს მომარაგება ვერ ხდება, რადგან ნორვეგიელები რუსულ ხომალდებს აღარ ატარებენ. კრიზისი მუქარაში გადაიზარდა. ამ ფონზე ნორვეგიამ არამხოლოდ ერთი მილიარდი ევრო გამოუყო უკრაინას, არამედ M270-ი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა გადასცა დიდ ბრიტანეთს, რომელმაც უკრაინას უნდა გასცეს ისინი სპეციალური მოდიფიკაციის ჩატარების შემდეგ.
– რუსებმა ბოლო 24 საათში რამდენიმე ათეული ფრთოსანი რაკეტა ისროლეს უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ. უმეტესი მათგანის განეიტრალება მოახერხეს უკრაინელებმა. ერთ-ერთი ასეთი ოპერაციის მოგერიების შემდეგ (ოდესის მიმართულებით) უკრაინელებმა რუსულ პოზიციებს რუსეთშივე უპასუხეს, რაზეც წინა, დილის პოსტში დავწერე.
თეგები: გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved