• რეკლამა
  • კონტაქტი
20:43, სამშაბათი, 14 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რაზე შეთანხმდა ოთხი ოპოზიციური პარტია?

ალია ავტორი - ალია
19:06 11-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, დღეს ევროპულმა საქართველომ, გირჩმა, ლელომ და სტრატეგია აღმაშენებელმა მოაწერეს ხელი ერთობლივ დოკუმენტზე , რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის, რომ ისინი არ შევლენ პარლამენტში და არ მიიღებენ მონაწილეობას მეორე ტურებში.

„დღეს შედგა პოლიტიკური კონსულტაციები 4 ოპოზიციურ პარტიას შორის, ესაა ევროპული საქართველო, გირჩი, ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი. ამ კონსულტაციებზე კიდევ ერთხელ შევთანხმდით სამ ძირითად პრინციპზე, რომლითაც ვაგრძელებთ ჩვენს ოპოზიციურ ბრძოლას.

პირველი, აქციები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი, ჩვენ დავინახეთ, რომ ცესკოსთან მიმდინარე აქციის ძალადობრივი დაშლით ამ ხელისუფლებამ მკაფიოდ აჩვენა, რომ ის მზად არის ქვეყანა ჩაითრიოს ძალადობასა და სამოქალაქო დაპირისპირებაში. ამის პასუხი ჩვენგან იქნება ძალიან მტკიცე , განგრძობითი აქციები, ოღონდ ეს აქციები იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი. ჩვენი ძალა არის მშვიდობიან აქციებში, ამიტომ, მივმართავ და მოვუწოდებ შსს-ს, არ დაუშვას პოლიციის ახლო კონტაქტი მოქალაქეებთან, მივმართავთ და მოვუწოდებთ ყველა დემონსტრანტს, არ შევიდეს ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან., ვინაიდან, ნებისმიერი, ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება მშვიდობიან პოლიტურ პროცესს.

მეორე, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, არის ის, რომ ჩვენ რათქმაუნდა მზად ვართ ჩვენი უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით შევიდეთ დიალოგის პროცესში, მაგრამ დიალოგი შეიძლება წარმოებდეს მხოლოდ საქართველოში ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარების თემაზე, სამართლიანი საარჩევნო ადმინისტრაციით და ძალადობისაგან თავისუფალი გარემოთი, რაც გულისხმობს პოლიტპატიმრების გამოშვებას და ქვეყანაში ზეწოლისა და ძალადობრივი ჯგუფების დაშლას.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უარს ვამბობთ პარლამენტში შევლასა და მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

ეს სამი ძირითადი პრინციპი კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ოთხმა პოლიტკურმა პარტიამ, ამ დოკუმენტს უკვე გავაცნობთ სხვა პარტიებს და იმედი გვაქვს, რომ სხვა პარტიებიც გაიზიარებენ ამ დოკუმენტში ასახულ ძირითად პრინციპებს.“

თეგები: 2020 არჩევნებიდავით ბაქრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved