ფოტო – მაუწყებელი
„ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობა დაიწყო. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები, რომლებიც დღეს წერეთლის გამზირზე შეიკრიბნენ მარჯანიშვილის მოედნისკენ გადაინაცვლებენ, საიდანაც იქ შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან. ექსპო ჯორჯიასთან დღეს მშობლები შეიკრიბნენ
შეგახსენებთ, რუსული კანონის წინააღმდეგ დემონსტრაცია დღეს 19 საათზე სწორედ ევროპის მოედანზეა დაანონსებული. ევროპის მარშის მონაწილეები იქ ოთხი ლოკაციიდან მივლენ – ექსპო ჯორჯია, მარჯანიშვილის მოედანი, მეტრ 300 არაგველი და რესპუბლიკის მოედანი.
კომენტარები