• რეკლამა
  • კონტაქტი
04:39, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რაც შეეხება არესტოვიჩის აღზევებასა და დაცემას ქართული აუდიტორიის თვალში…” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
18:39 11-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,291

პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,

ჩვენთან ერთ დროს მოდური და ჩვენებური ( დედოფლისწყაროელი) უკრაინელი პოლიტოლოგი და პროპაგანდისტი არესტოვიჩი უკვე შეიძულა საზოგადოებამ. ამის გამო გადავწყვიტე ერთ-ერთი მასავით პოპულარული პროპაგანდისტის მაგალითზე გაჩვენოთ ის, თუ რამდენად სახიფათოა ჩვენს ეპოქაში ინფორმაციის მიღებისას დაეყრდნო ერთ ან თუნდაც რამდენიმე წყაროს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში უკეთ გასარკვევად უამრავი წყაროს თუ ხერხს მივმართავ. ერთი-ორჯერ კი დავწერე რბილად არესტოვიჩ-პიონტკოვსკებისა და სხვათა გადამეტებული ტენდენციურობის შესახებ, მაგრამ ისინი რუსეთის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ომში მონაწილეობენ რუსულენოვან უკრაინულ და მსოფლიო მედიასივრციში და ალბათ საჭირო საქმესაც აკეთებენ. ამიტომ დიდად არ გამიგრძელებია ეს თემა. თუმცა ზოგიერთები იმდენად ზღვარგადასულად იტყუებიან, რომ მოგინდება ხოლმე მათი მხილება.

ორიოდე თვის წინ ერთ-ერთი ასევე პოპულარული პროპაგანდისტის, სერგეი ჟირნოვის იუთუბგადაცემების სათაურებს გადავუღე ფოტოები, მაგრამ მერე დამეზარა რაიმე დამეწერა. არესტოვიჩის ბუნტმა თუ ფერისცვალებამ ისევ საინტერესო გახადა ჩემთვის რუსულენოვანი ბლოგერები.

მოკლდედ, ამ კაცს ყოველდღიურად ასეულ ათასობით მნახველი ჰყავს, არის საბჭოთა კაგებეს ყოფილი მაღალჩინოსანი აგენტი, ფლობს რამდენიმე უცხო ენას, ერთხელ შემთხვევით კანადურ არხზეც მოვკარი თვალი ბრწყინვალე ფრანგულით. ახლა ზის იუთუბზე და აბოლებს ხალხს. თუ ამაში რაიმე კარგია, არის ის, რომ ძალიან მტრობს რუსეთის ხელისუფლებას.

გადაავლეთ თვალი სათაურებს: პუტინი კვდება, კიმ ჩენ ინს პუტინი არ შეხვედრია, მისი ორეული შეხვდა, პრიგოჟონი არ მომკვდარა, პრიგოჟინი დიდი ხნით ადრე მოკლეს და თვითმფრინავში მისი ორეული იჯდა, პრიგოჟონი ცოცხალია და მალე გამოჩნდება, მედვედევი პუტინს გადატრიალებას უმზადებს, პუტინს ექსტრასენსები მართავენ, ლუკაშენკო ფსიქიატრიულში მოათავსეს, კრემლში გადატრიალება მზადდება და ა. შ.

ყოველ კვირას ურთიერთგამომრიცხავ სისულელეებს ავრცელებს და მაინც არ აკლდება მნახველები და მსმენელები. ახლაც თუ გადაათვალიერებთ მის იუთუბგვერდს, ისევ ორეულებზე, ექსტრასენსებზე და უკვე მკვდარი პუტინის ორეულით ჩანაცვლებაზე ყვება ალბათ.

რუსეთი მილიარდებს ხარჯავს სიცრუის ტირაჟირებაში და საინფორმაციო ომის დროს კონტრზომების მიღება საჭირო რომაა, გასაგებია. ვინ რა გზით და როგორ აკეთება ამას, მის ანალიზს ასი წიგნი არ ეყოფა, მაგრამ გადამეტებული ტენდენციურობა არა მგონია, რომ ყოველთვის აღწევდეს მიზანს.

რაც შეეხება არესტოვიჩის აღზევებასა და დაცემას ქართული აუდიტორიის თვალში, ესეც არ არის მოულოდნელი ამბავი. წავიდა კაცი პოლიტიკაში. იქ სადაც პოლიტიკაა, სიყვარულიც და სიძულვილიც მეზობლადაა. რომელი მეტია და რომელი ნაკლები, ეს უკვე პოლიტიკოსის რეიტინგზეა დამოკიდებული. არა მგონია, რომ არესტოვიჩს ეს რეიტინგი ოდესმე მაღალი გაუხდეს.”

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved