• რეკლამა
  • კონტაქტი
21:50, ხუთშაბათი, 29 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რაც ქართველებისთვის დაბალი ანაზღაურება იყო, იგივე, დავუშვათ, ყაზახებისთვის იქნება მისაღები… ჩამოვლენ და იმუშავებენ“ – ოთო აბესაძე

ალია ავტორი - ალია
21:08 07-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
283

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება  ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ოთო აბესაძე.

– ოთო, მიგრაციას თავისთავად მოყვება შრომისუნარიანი მოსახლეობის დეფიციტი ქვეყანაში. აქედან, უმეტეს შემთხვევაში,  ის ხალხი გარბის, ვინც უცხოეთი სამუშაოს ეძებს. მომავალში რა პრობლემის  წინაშე დაგვაყენებს შრომისუნარიანი მოსახლეობის დეფიციტი?

– ეს ყველაფერი გამოწვეულია ქვეყანაში არსებული  მძიმე ეკონომიკური ფონით. რომ არა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური რეცესია, მიგრაცია თავისთავად არ იქნებოდა. კი, ქვეყნიდან გადიან შრომისუნარიანი ადამიანები და გაედინება ტვინი, ერთგვარი, რომლებიც აღარ აპირებენ საქართველოში დაბალანაზღაურებად სამსახურებში მუშაობას და შესაბამისად, მძიმე სოციალურ ყოფაში ცხოვრებას. ქვეყანაში ჩნდება და უკვე გაჩნდა საკადრო დეფიციტი, მათ შორის მომსახურების სფეროში, გონებრივად სააზროვნო სფეროში.

– „ტვინების“, ინტელექტის გადინება ერთი პრობლემაა და ფიზიკურად შრომისუნარიანი  ადამიანებისა მეორე, არა?

– თავისთავად, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში აღარ რჩება არც მომსახურების სფეროში  და არც ინტელექტუალურ სფეროში კვალიფიციურ ადამიანთა ის რაოდენობა, რამდენიც ქვეყანას სჭირდება.

– მერე უცხოეთის მოქალაქეთა ხარჯზე ხდება ამ დეფიციტის შევსება? ბუნებრივად ბალანსდება დეფიციტი?

– რა თქმა უნდა, ბუნებრივი ბალანსირება ხდება დეფიციტისა. შრომის ბაზარზე როდესაც გადარჩევა ხდება, ეს კარგი არ არის. ბუნებრივი გადარჩევა ხარისხს ყოველთვის აგდებს, დაბლა სწევს. არ არსებობს, ბუნებრივი გადარჩევის რეჟიმში ძველი, მანამდე არსებული  ხარისხი დაიჭირო. ყოველთვის აგდება და აუარესებს ხარისხს.

– თავის დროზე პოლონეთს ჰქონდა იგივე პრობლემა. პოლონელები ევროკავშირის ქვეყნებში  წავიდნენ მაღალანაზღაურებად სამსახურებში სამუშაოდ და ემიგრანტებმა  ჩაანაცვლეს ადგილობრივები. მახსოვს. პოლონური სამშენებლო კომპანიები და სხვა ბიზნესების მენეჯერები კვალიფიციური მუშახელისა და განსაკუთრებით,  ხელოსნების დეფიციტს უჩიოდნენ.

– კი, მცირე ხნით იყო პოლონეთში ეგ პრობლემა, მაგრამ პოლონეთს ხარისხი არ დაუგდია. კი, პოლონეთიდან წავიდა ხალხი უცხოეთის, კონკრეტულად, ევროკავშირის ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში სამუშაოდ, სადაც მაღალი ანაზღაურებაა. მაგრამ პოლონეთი გახდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა და პრობლემაც უმალვე მოიხსნა. ევროკავშირის ყველა  წევრ ქვეყანას თავისი სტანდარტები აქვს „შრომის კოდექსში“ და შესაბამისად, სტანდარტული მუშახელი ვერ ჩავა პოლონეთში სამუშაოდ, არაკვალიფიციური ადამიანი იქ სამსახურს ვერ იშოვნის. მისი კვალიფიკაცია უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებს. ჩვენ, სამწუხაროდ, ამის ფუფუნება არ გვაქვს. ჩვენ აქედან წასული შრომისუნარიანი ადამიანების სანაცვლოდ, იმავე ხარისხის უცხოეთის მოქალაქეებს ვერ ვიღებთ, რადგან ჩვენთან არ არის საერთაშორისო აღიარებული სტანდარტები.

– პირველებს, მგონი, რესტორატორებს შექმნათ პრობლემა ან პირველებმა მათ ამოიღეს ხმა -კვალიფიკაციური მომსახურე პერსონალის სერიოზული დეფიციტია საქართველოში და იძულებულნი ვართ, ქართული რესტორნებისთვის ყაზახეთიდან ჩამოვიყვანოთ ხალხი სამუშაოდო, განაცხადეს.

– კი, ბატონო, ვინც ამ სფეროში მუშაობდა, ბევრი წავიდა უცხოეთში და იქ დასაქმდა უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურებში. აქ კი ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვლენ და იმ დაბალ ანაზღაურებაზე იმუშავებენ, რასაც ჩვენი მოქალაქეები უცხოეთში გაექცნენ. რაც მათთვის დაბალი ანაზღაურება იყო, იგივე ანაზღაურება, დავუშვათ, ყაზახეთის მოქალაქეებისთვის იქნება ნორმალური და მისაღები. ჩამოვლენ და იმუშავებენ, მაგრამ ეს მომსახურების ხარისხს დააგდებს იმავე რესტორნებში.

– როგორ უნდა დავიცვათ შრომითი ბაზარი, რომ კვალიფიციური სპეციალისტები არ გაიქცნენ ქვეყნიდან უცხოეთში?

– ჩვენთან შრომითი ბაზარი არ არსებობს. ძალიან მარტივი რამ უნდა გაკეთდეს: ყველგან უნდა გაზარდონ ანაზღაურება და აღარ წავა აქედან ხალხი უცხოეთში ბედის საძიებლად.

თეგები: ოთო აბესაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლობაში
ახალი ამბები

რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლობაში

18:12 05-29-2025
„ქეშბექობანა“ – ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack-ის და VISA-ს განსაკუთრებული აქცია ბავშვებისთვის
ახალი ამბები

„ქეშბექობანა“ – ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack-ის და VISA-ს განსაკუთრებული აქცია ბავშვებისთვის

18:06 05-29-2025
თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს
ახალი ამბები

თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს

16:59 05-29-2025
თიბისის მხარდაჭერით ვორქშოფ ფესტივალი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ვორქშოფ ფესტივალი გაიმართება

16:27 05-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved