ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„თუ ბაობაბები გახმა, თუ რიკოთის გვირაბი ინგრევა, თუ გელათის ფრესკები ნადგურდება, თუ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკება შეჩერდა, თუ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესეს, თუ გლობალური ომის პარტია გადატრიალებას აპირებს საქართველოში და საერთოდ, რაც ფუჭდება და ინგრევა კოლექტიური “ნაცმოძრაობის” და ოპოზიციის ბრალი თუ არის, მაშინ სახელმწიფოს რომელი პარტია მართავს? რას საქმიანობს ბრძენთა და ფილოსოფოსთა უმაღლესი IQ შეფასების მქონე ამხანაგი “ქართული ოცნება”?“














კომენტარები