• რეკლამა
  • კონტაქტი
10:08, შაბათი, 10 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევაჭრებიან, ელაპარაკებიან “ნაციონალებს”, ქვეყნის მტრებს და ირმასთან დიალოგის რეჟიმშიც არ არიან – ხათუნა ხოფერია

ალია ავტორი - ალია
00:12 12-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

„ალიას“ ესაუბრება ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, რომელმაც ჯერ კიდევ არჩევნებამდე ბევრად ადრე, გვითხრა, რომ არჩევნების გადადება სასურველი იქნებოდა.

– არჩევნების გადადებაზე თქვენ ჯერ კიდევ თვეების წინ საუბრობდით „ალიასთან“. არადა, ამირან გამყრელიძემ სამჯერ გაგვიმეორა, რომ თურმე, პოლიტიკური მოვლენების და არჩევნების გამო, ვერ დააწესა მკაცრი შეზღუდვები, თუმცა, ჩვენ არჩევნებამდე არავის გავუფრთხილებივართ, რომ არჩევნების ჩატარება ამ შედეგებამდე მიგვიყვანდა, პირიქით, გვეუბნებოდნენ, რომ არჩევნების ჩატარებას რეგულაციების დაცვით შეძლებდნენ და ყველა პოლიტიკურ პროცესს წარმართავდნენ. ახლა კი გამოდის, რომ თურმე, ამ პროცესებმა დაგვაზარალა. ამ გადასახედიდან, ხომ არ შეგიცვლიათ პოზიცია და ისევ თვლით თუ არა, რომ არჩევნები უნდა გადადებულიყო?

– უნდა გადადებულიყო არჩევნები, თუკი იყო ეპიდემიის კუთხით საფრთხე. ახლა შეთანხმებას იმ სისულელეზე, რაზეც თანხმდებიან, სჯობდა თავის დროზე შეთანხმებულიყვნენ და დაახლოებით 6 თვით მომხდარიყო არჩევნების გადადება. თუ ხედავდნენ, რომ ასეთ მძიმე სტადიაში შევიდოდით, უნდა მომხდარიყო რეგულაციების გაგრძელება და გამკაცრება. თავისუფალი საკურორტო ზონები მაინც უნდა ყოფილიყო ჩაკეტილი. არა  ვარ ეპიდემიოლოგი და მეტს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მძიმე შედეგების წინაშე დავდექით და ფაქტია, ეს ქვეყანა პოლიტიკურადაც ვერ დალაგდა. რომ დალაგებულიყო და შეგვექმნა ისეთი სიტუაცია, რომ სახელმწიფოს მართვის  პრობლემები არ ყოფილიყო, კიდევ ვიტყოდით, რომ ეს მსხვერპლი შეიძლებოდა გაგვეღო… ვნახოთ რაზე შეთანხმდებიან, ფაქტია, რომ პარლამენტი უნდა ამოქმედდეს, უნდა მიიღოს ბიუჯეტი, რომლითაც 2021 წელს ვიცხოვრებთ  და ა.შ. შეიძლებოდა რიგი საკითხები ძველ პარლამენტს გადაეწყვიტა და უფლებამოსილება გაგრძელებოდათ მათ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამას ოპოზიცია უმტკივნეულოდ მიიღებდა. როგორც ვხედავთ ყველაფერზე ჩასაფრებულები არიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა დააქციონ და იმიჯი შეულახონ.

– თუ შეთანხმება ვერ შედგა და პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდა, რა შედეგებამდე შეიძლება ამან მიგვიყვანოს?

– მე ვერ ვხედავ, რომ პოლიტიკური კრიზისი არსებობდეს ქვეყანაში. არჩევნების მერე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ სცნო მმართველი პარტიის გამარჯვება. არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია პარლამენტის უფლებამოსილებაც სცნოს და მიიღოს კანონები, აქტები – არსებული კონსტიტუციით გააგრძელოს სახელმწიფოს საკანონმდებლო მართვა. ვერ დავარქმევ ამას პოლიტიკურ კრიზისს – ოპოზიციის თითიდან გამოწოვილი პრეტენზიები და ჯინაზე იქ არ შევალ, უფრო სასაცილოა, ვიდრე კრიზისი. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგადაც შევლენ პარლამენტში. ნაციონალურ მოძრაობას თვითონაც ვერ წარმოედგინა, ალბათ, იმდენი ხმები აიღო. მეორე საკითხია, რომ პატარა პარტიები დარჩნენ პარლამენტს მიღმა და მოხდა სერიოზული სხვაობის დაფიქსირება, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და პატარა პარტიებს შორის. შემდეგი ნაბიჯი, ვფიქრობ, იქნება თავად მათ შორის განხეთქილება. ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობა შევა პარლამენტში, იმიტომ რომ მეორე ასეთი შანსი მათ არ ექნებათ. 2016 წელსაც შევიდნენ ისინი პარლამენტში, მერე ადგნენ და დაიშალნენ და ახლაც დაიშლებიან, ჩემი აზრით. იმ შემადგენლობით, რომლითაც წარმოდგენილია ენმ-ი ახლა პარლამენტში, ის როგორც ერთიანი პოლიტიკური ძალა, ვერ იარსებებს, ის დაიშლება, პირველ რიგში ფრაქციებად და გარკვეული ნაწილი დარჩება ქუჩაში და ენმ-ს პარტიის შიგნით ექნება დაპირისპირება, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მისი ქუჩაში მდგარი და პარლამენტში შესული დეპუტატები. დანარჩენი პარტიებიც შევლენ, შარვალჩახდილი პარტიის ლიდერი გახდა დეპუტატი და ასეთი პარტიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტში შესვლა. თუმცა, ეს წვრილ-წვრილი პარტიები საკუთარი ძალებით ვერ აკეთებენ ფრაქციებს, ისინი ერთმანეთში უნდა გაერთიანდნენ, რადგან სხვა შემთხვევაში უნდა გამოიყვანონ დეპუტატები ქართული ოცნებიდან, ან ნაციონალური მოძრაობიდან, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ერთმანეთთან გაერთიანების შემთხვევაში კი, როგორ წარმოგიდგენიათ შალვა ნათელაშვილის გაერთიანება ჯაფარიძესთან? ან ელისაშვილთან? ელისაშვილი ახალგაზრდაა შალვაა და მოძოვს ორი შალვა ერთად? ისინი ვერაფრით ვერ მოძოვენ ერთად. ოპოზიციაში არავინაა ისეთი გონებაშეზღუდული, ვერ ხვდებოდეს, რომ ეს თამაში არის წინასწარ განწირული. მიშაც ძალიან კარგად ხვდება, რომ ის შემადგენლობა, რომელიც გაიყვანა, ის 33 კაცი პარლამენტში, ისიც საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშნებს ბადებს და მასაც ექნება ეს კითხვის ნიშნები. იქ ისეთი ადამიანები არიან, რომელთა მიმართ ნდობა მისი მხრიდან ნულის ტოლი უნდა იყოს, რომლებსაც თავისი ამბიციები გააჩნიათ და არა მარტო პოლიტიკური, გააჩნიათ სერიოზული ბიზნესამბიციები, და სურთ პოზიციები განიმტკიცონ… ასე რომ, ამ შემადგენლობით, მიშა დიდ პოლიტიკურ თამაშს ვერ ითამაშებს.

– რატომ თამაშობს მაშინ ოპოზიცია წინასწარ განწირულ პოლიტიკურ თამაშს? და მათ შორის, არის თქვენი რჩეული პარტიაც, სხვათა შორის.

– „პატრიოტთა ალიანსს“ გულისხმობთ, ხო, ჩემ რჩეულ პარტიაში? – ყველაზე ნაკლებად თამაშობს ირმა, ირმა არის რეალურად განაწყენებული, აქვს საბაბი, ერთადერთია ვინც დადგა ფაქტის წინაშე, რომ შეიძლებოდა მისთვის ხმები წაერთმიათ. ერთ-ერთი უბანი რომ გაიხსნა, ოქმში ეწერა 1 ხმა და რეალურად აღებული ჰქონდა 21 ხმა. ძალიან დიდი რაოდენობა იყო ბათილი იმ ბიულეტენების, სადაც შემოხაზული იყო ნომერი 8. ეს ადამიანი დადგა ფაქტის წინაშე. ირმას აქვს საფუძველი, რომ იყოს განაწყენებული. ამ არჩევნების შედეგი, ცოტა უცნაური იცით, რაშია კიდევ? – ყველაზე კონსტრუქციული ოპოზიციააა პატრიოტთა ალიანსი, რომელთან პოლიტიკური პატნიორობა და რომელთან ერთადაც პარლამენტში ყოფნა ყველაზე მეტად უნდა აწყობდეს ქართულ ოცნებას და რას ვხედავთ? მას არც კი ესაუბრებიან. ევაჭრებიან, ელაპარაკებიან ნაციონალებს, ქვეყნის მტრებს, მოღალატეებს და ირმასთან დიალოგის რეჟიმშიც არ არიან. ირმას თავისი შედეგი დადებული ჰქონდა წინა არჩევნებში, 5 პროცენტი აიღო. იმ არჩევნების მერე არაფერი დაუშავებია, თუ არ გაუკეთებია.

– ჩვენ ვიხილეთ მართლაც საოცარი ოქმები, მეტიც, მეორე ტურში ქართული ოცნება დარჩა მარტო თავის თავთან და მაინც, მეორე ტურშიც კი, ასეულობით საჩივარი შევიდა ცესკოში – რა ხდება? ვინ უნდა იყოს ამაზე პასუხისმგებელი?

– პარტიის შიგნით უნდა დასხდნენ და გაარკვიონ, „ქართულ ოცნებას“ ხომ ჰყავს რამდენიმე ადამიანი საარჩევნო კომისიაში? რატომ არ იყვნენ ისინი მომზადებულნი? მოემზადებიათ თავიანთი კომისიის წევრები, ესწავლებინათ საარჩევნო პროცედურები, რასაც დასჭირდებოდა არჩენებამდე 2 კვირიანი ტრენინგი და არჩევნების წინ კიდევ 2 კვირიანი ტრენინგი, ესწავლებინათ, როგორ ხდება ოქმის შედგენა და ბალანსის გამოყვანა – ეს არის უადვილესი. რაღაცა ტრენინგებს ალბათ, ატარებდნენ, ან არ ჩაუტარებიათ საერთოდ და ვიღაცა მოატყუეს, ფაქტია, კომისია არ იყო მომზადებული. ეს არ იყო დატრენინგებული კომისია. ისეთი შეცდომებია დაშვებულია, სასაცილოა და სრულიად უვიცობა. შემოსული ბიულეტენების რაოდენობას რომ ვერ განასხვავებ გამოყენებული და ბათილი ბიულეტენებისგან, ეს არის უბრალოდ მარაზმი. აქვე ვიტყვი იმას, რომ ეს ნამდვილად არ არის თამარ  ჟვანიას ბრალი. არიან ცესკოში ადამიანები, რომლებიც კურირებენ ტრენინგებს, ტრენერების დანიშვნის საკითხს და ა. შ. 2018 წელს ერთ-ერთი ტრენერი იყო ხათუნა გოგორიშვილის და. რა შეიძლებოდა მას ესწავლებინა, ხვდებით ალბათ, ხო? ცესკოს ტრენერი იყო ადამიანი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დრო, ებარა პრობაცია და აიძულებდა ოჯახებს, ასე, პირდაპირ აიძულებდა, მოეტანათ მინიმუმ 30 ადამიანის ხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა, რომ მათი ოჯახის წევრებს ისევ შეაბრუნებდა ციხეში. აი, ეს ადამიანი იყო საარჩევნო კომისიის ტრენერი და მას ებარა გლდანის ციხე. ივანე ბურდული ავიღოთ, რომელმაც დატოვა ცესკოს არჩევნების შემდეგ, ის რომ ამ ხელისუფლების მტერია და ის რომ კარგს არაფერს გააკეთებდა, ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება? მას ებარა, არადა, თბილისის კონტროლი. ასეთმა ადამიანებმა გააკეთეს ყველაფერი, რომ დადებულიყო აბსურდული ოქმები, ხმის მიცემის და „ჟულიკობის“ კუთხით. არ მგონია, რომ ამ და ასეთი კადრების უკან, იდგეს თამარ ჟვანია. მათ სხვა „კრიშავს“…

– თუ არა ჟვანია, მაშ, ვინ არის პასუხისმგებელი მის კადრებზე? თუ სხვა „კრიშავს“ და ის ვერ მართავს, მაშინ, რა აზრი აქვს მის ყოფნას თანამდებობაზე?

– არ ვიცი, ვინ არის პასუხისმგებელი, მე ვერ ჩავატარებ მაგ გამოძიებას, მაგრამ უნდა გამოიძიონ, რატომ მოხდა,  ვინ მისცა რეკოიმენდაცია, რატომ არიან ასეთი ადამიანები ასეთ თანამდებობაზე დასაქმებულნი, როდესაც ასეულობით ადამიანი, რომლებიც არიან მართლა პროფესიონალები, აქვთ ცესკოს მიერ გაცემული სერტიფიკატები, არიან ამ ხელისუფლების მხარდამჭერნი, არიან პატრიოტები – სხედან სახლებში უმუშევრად. ქართულ ოცნებას სერიოზულად სჭირდება ამაზე დაფიქრება და მსჯელობა.

თამო კეშელავა, ალია

თეგები: ხათუნა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved