• რეკლამა
  • კონტაქტი
01:31, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რაც იქ მოხდა, იმის დეტალებში მოყოლას არ გაკადრებთ – რას ყვება აქციაზე დაკავებული, 75 წლის მამაკაცი?

ალია ავტორი - ალია
13:50 11-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
124

გუშინ, აქციის შემდეგ დაკავებული გურამ ქუხილავა პოლიციელების მხრიდან ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობს. 75 წლის კაცი ამბობს, რომ ის პოლიციის განყოფილებაში გააშიშვლეს და დაათვალიერეს.

გურამ ქუხილავა პოლიციელების მხრიდან დამამაცირებელ მოპყრობაზე კომენტარი თავდაპირველად გამოცემა  “პუბლიკას” მისცა.

TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში კი აქციების მონაწილე აღნიშნავს, რომ საზოგადოებას ვერ აკადრებს იმის მოყოლას, რაც მისი აყვანის დროს მოხდა.

  • გურამ ქუხილავა, გასულ ღამეს ხელწერილით გაათავისუფლეს. ის გუშინ, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის ბრალდებით აიყვანეს.

რუსთაველის მეტროსთან ჩავედი, ხოდა მომვარდა ერთი პოლიციელი, მომკიდა ხელი და მიმათრევს, რა მოხდა მე ვუთხარი კაცო, სად მიგყავარ-მეთი და ერთი წუთი ზევით ავიდეთ და იქ მოგიყვებით ყველაფერსო. 

გავიფიქრე ახლა რუსთაველზე ვიდექი და დადგომის გულისთვის თუ მიჭერდა რა მქონდა დასამალი და წავედი, ავედი წევით, იქ დამხვდა ბევრი ხალხი, პოლიციელები, სადღაც უნდოდათ შევეყვანე, რომელიღაც ოთახში. მერე დაიწყეს ჩემი გაჩხრეკა. მე ვუთხარი ხელს რატომ მიყოფთ ჯიბეში, მე თვითონ ამოვყრი ყველაფერს-მეთქი და  ჯიბიდან ჩემით ამოვყარე, მერე კურტკა გამახდევინეს. მე ვუთხარი რას ეძებთ მითხარით ერთი და იქ დეტალებში რაც მოხდა, მაგას თქვენ, ჯერ ერთი საზოგადოებას და ქართველ ხალხს არ ვაკადრებ მაგას, მერე მე ჩემ თავს არ ვაკადრებ, რომ თქვენ ეგ დეტალებში მოგიყვეთ. 

ცუდად გავხდი, გამახსენდა 1994 წელი, რაც მე ზუგდიდში დამემართა, პოლიცია ჩვენ გვიყვარდა, მაგრამ დღეს გახდნენ საზიზღრები. წუხელ ვუთხარი მე მაგათ მოხუც კაცს როგორ ეპყრობით-მეთქი. 

გული რაზე დამწყდა იცით, იქ პატარა ბიჭები, რომლებიც პოლიციაში იდგნენ, ისინი რომ გაყუჩებულები იყვნენ, ზოგი ირონიულად რომ იცინოდა. ჩემ თავს ვეუბნებოდი, რამენაირად ის არ მოგივიდეს, რაც 1994-ში. ერთი ხუთი წელი თუ მაქ, 2.5 წელი ამათმა წამართვეს მე. ახლა რომ ნახოთ მე თქვენ როგორ გელაპარაკებით, ხელი როგორ მიკანკალებს, ამას არ დაიჯერებთ თქვენ,” – ყვება გურამ ქუხილავა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved