• რეკლამა
  • კონტაქტი
15:08, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომღაც ამაზე არასოდეს წერს და ქადაგებს პატრიარქი ილია, ალბათ არ სწამს ეს ქრისტიანული დოგმატი?! თუ სამარცხვინო ჰგონია მისი გაჟღერება ერის წინაშე?! – ილია ჭიღლაძე

ალია ავტორი - ალია
11:02 01-08-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ილია ჭიღლაძე კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება. 

„ოცდაათ წელზე მეტი ხნის შემდგომ, პირველად საბჭოთა ხანის მერე კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლის ერთერთ ძირითად თემად კვლავ იქცა ათეიზმის წინააღმდეგ აპოლოგია (რწმენის და ეკლესიის დაცვა), იგრძნეს ტაძრებში ხალხის დიდი შეთხელება, ახალი თაობების დაბრკოლება განეკლესიურება (ისევ და ისევ საქ. ეკლესიის საპატრიარქოს და უმრავლესი სამღვდელოების უმსგავსობის, ფარისევლობის, სიჩლუნგის, გაუნათლებლობის, ფუფუნების, გახრწნილების, პრორუსულობის, ანტიცივილიზებულობის და არაადეკვატურობის გამო), გამჟღავნებული კრებსების და სხვა სკანდალების გამო თავის მართლების რეჟიმი, რომ ცოდვილები და გახრწნილები კი ვართო, მაგრამ არ უნდა განგვიკითხოთო, მონანული ცოდვილი უყვარს უფალსო (რახან პერიოდულად აღსარებაში ჩამოარაკრაკებენ თავის ბინძურ ცოდვებს და შენდობის ლოცვას წაუკითხავს თავისნაირივე გახრწნილი ანაფოროსანი, ჰგონიათ სინანულის საიდუმლო აღასრულეს და ღმერთმა გაამართლა, მერე რა რომ ამის მერე იგივეს გაიმეორებს, ისევ დაიმშვიდებს სინდისს მექანიკური აღსარებით და ასე უსასრულოდ ერთი და იგივე), აღარაა ვრცელი პოლიტოლოგიური და სოციო-ეკონომიკური დიდაქტიკური მსჯელობები და დირექტივები. რეალურად არცთუ შეფარულად თავდაცვის რეჟიმში გადასული, დიდი სიფრთხილით წერს ავტორთა ჯგუფი ამ მოცემულ ეპისტოლეს.

მაგრამ, არცერთი სიტყვა მადლიერებისა მედიცინის მეცნიერების და მედიკოსების მიმართ მათ მიერ მილიონობით გადარჩენილი სიცოცხლის გამო, არცერთი სიტყვა სამედიცინო რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე და ვაქცინაციაზე, არანაირი სამძიმარი 14 ათასი გარდაცვლილი ქართველის ოჯახებისადმი, სიკვდილი არაფერია სული ხომ უკვდავიაო. არადა ქრისტიანული თეოლოგიით სხეულის სიკვდილიც დროებითია და იქნება მიცვალებულთა აღდგომა ქრისტეს მეორედ მოსვლისას, რატომღაც ამაზე არასოდეს წერს და ქადაგებს პატრიარქი ილია, ალბათ არ სწამს ეს ქრისტიანული დოგმატი?! თუ სამარცხვინო ჰგონია მისი გაჟღერება ერის წინაშე?!

ათეისტები არაფერს ერიდებიან კეთილდღეობის მოსაპოვებლადო, მგონი ბიძინა ივანიშვილს გულისხმობს, მაგრამ არც თავად და მისი მონა-მორჩილნი არაფერს ერიდებიან ფუფუნებისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად და ასეთ “მორწმუნეებს” მორალურად განა ისევ ათეისტები არ სჯობიან?! ისინი ხომ არ ფარისევლობენ ქრისტეს სახელით და დიდი მორწმუნეობით?!

ეპისტოლე თავისი დუმილით ირიბად ხელს უწყობს ანტივაქსერული ბოდვების და ისტერიის კვლავ გაგრძელებას საქართველოში. არაფერია ნათქვამი რუსეთის საპატრიარქოს მიერ ჩვენი საპატრიარქოს სომხეთის ეპარქიის წართმევის გამო ამ შემოდგომაზე, არც ბევრ სხვა საჭირბოროტო საკითხზე. ტრადიციულად, რაც არ აწყობთ, დუმილით გვერდს უვლიან და არ იმჩნევენ, რაგინდ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ქრისტიანული, ჰუმანისტური და ეროვნული პოზიციებისთვის.

ჭირი იქა, ლხინი აქაო ამბობდნენ ძველი ქართველები, მაგრამ პირუკუ კი უსრულდება ჩვენს ერსა და ბერს. თუ რატომ, ძნელი მისახვერდი არ უნდა იყოს“.  

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved