• რეკლამა
  • კონტაქტი
02:42, ოთხშაბათი, 21 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,რატომ ვერ ვჯობნით ოცნებას?“ – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:39 08-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,117

,,ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი:

,,რატომ ვერ ვჯობნით ოცნებას?

ყველაზე ხშირი პასუხია, რომ ხალხი არ ვარგა, ხალხი გამოთაყვანებულია და მთავრობის სჯერა, მთავრობა აბრიყვებს.

ძალიან იოლია ამის თქმა და ძალიან იოლია ასე ახსნა, ადამიანებს გულსაც კი ფხანს – მაგრამ ძალიან ბევრი კილომეტრი ვიარე და ძალიან ბევრ ადამიანს მივადექი საკუთარ სახლში, იმისთვის რომ ასე მარტივად შევხედო ვითარებას და გამოვაცხადო, რომ ხალხი გამოთაყვანებულია.

ხალხი გამოთაყვანებული კი არ არის. არსებობენ გამოთაყვანებული ინდივიდები, მაგრამ ხალხი მთლიანობაში რაციონალურია.

ტელევიზორს უყურებს ხალხი და ინფორმირებულიცაა – განსაკუთრებით სოფლებში, საქონელს რომ დააბინავებენ, სხვა გასართობი არაფერი აქვთ, სხედან და უყურებენ ტელევიზორს.

ოღონდ უყურებენ სხვის დრამად.

თვითონ ამ დრამაში არ ჩანან.

უყურებენ როგორც რომელიმე თურქულ სერიალს, თავისი გმირებით და ანტიგმირებით. რომელიღაც გმირს გულშემატკივრობენ კიდეც – მაგრამ როგორც ფილმის პერსონაჟს და არა როგორც პოლიტიკოს, რომელიც მათ ცხოვრებას უკეთესს გახდის.

თქვენ მხოლოდ არჩევნების წინ გახსენდებით – გვეუბნებიან ისინი და მართლები არიან.

გაიხსენეთ ბოლოს როდის მივიდა პოლიტიკური ელიტა ხალხთან? მაშინ როცა „გადამწყვეტ აქციაზე“ უნდოდა მათი ჩაყვანა.

სინამდვილეში, ამ აქციით არაფერი წყდებოდა – გადაწყვეტა მოვა თანმიმდევრული პროცესით, რომელიც ერთ დღეზე გათვლილი არაა.

ეს აქამდეც ასე იყო „რამდენი კაცის ჩამოყვანა შეგიძლია“ – ესაა ერთადერთი კითხვა, რაც არჩევნებიდან არჩევნებამდე რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ისმის – სხვა სამუშაო არ ტარდება.

„ყველამ მასე იცით, დაგვპირდებით და მერე აღარ ჩანხართ“ – ეს საყვედურიც ხშირად ისმის და მართლები არიან.

სიტყვის გატეხვა, გადაგდება – წესადაა ქცეული და გამოთაყვანებული რატომაა ამომრჩეველი, რომლებიც პოლიტიკოსების სიტყვებს არ ენდობიან?

ადამიანები პოლიტიკურ პროცესში რომ ჩაერთონ, მასთან სიახლოვე უნდა იგრძნონ, თვითიდენტიფიცირება უნდა შეძლონ – უნდა ჩანდნენ ამ პროცესში.

პოლიტიკურ დღის წესრიგს სამწუხაროდ ჯერ ტელემედია ქმნის. სოციალური მედიის გავლენა დიდია, მაგრამ ჯერ არა გადამწყვეტი.

ტელემედიის დღის წესრიგში ხალხი არ ჩანს:

არ ჩანს 250 ათასი დევნილი აფხაზეთიდან, რომელზეც უკვე მსოფლიო პრესა წერს, მაგრამ ტელემედიის მთავარ თემად ვერ იქცა.

არ ჩანან ქვემო ქვალონელი გლეხები, რომლებსაც მთავრობა საკუთარი ძალით თავის რჩენაში ხელს უშლის და ხბოების უცხოეთში გაყიდვას უკრძალავს.

არ ჩანან ფოთელები, რომლებსაც შეურაცხმყოფელ სუნში უწევთ ცხოვრება, იმიტომ რომ თევზის ფხვნილის ქარხნების პატრონები არც საკუთარ თავს და არც ადამიანებს პატივს არ სცემენ.

ჩანან ბანკროტი და უშინაარსო პოლიტიკოსები და გამონაკლისები, წესს ადასტურებენ.

სანამ ქართული პოლიტიკის დემითოლოგიზაცია არ მოხდება და სანამ პოლიტიკურ პროცესში ხალხი საკუთარ თავს არ დაინახავს, მანამდე არაფერი კარგი არ მოხდება.

იდექით, უძახეთ გამოთაყვანებულები და დაიმშვიდეთ ასე თავები, რომ თქვენ კარგები ხართ, სხვები არ ვარგიან.

მაგრამ სინამდვილეში პრობლემა სულ სხვაგანაა – არავინ გვენდობა! არავის არავინ ენდობა! არც ღარიბაშვილს ენდობიან, მაგრამ ვერც სხვას ხედავენ სანდოდ!

უნდობლობაა პრობლემა და არა გამოთაყვანებულობა!

ამიტომ უნდა ჰქონოდა სიტყვას ფასი და პოლიტიკას შინაარსი.

ამიტომ დავიწყეთ ჩვენ – ევროპულმა საქართველომ, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ, თავისუფლების ინსტიტუტმა – ახალმა რესპუბლიკამ – ნულიდან ყველაფერი.

ამიტომ უნდა დაიწყოთ თქვენც ნულიდან ყველაფერი და იმ შინაარსზე აეწყოთ, სადაც ამომრჩეველი საკუთარ თავს დაინახავს.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

Megalab Drive – ლაბორატორიული მომსახურება მანქანიდან გადაუსვლელად
ახალი ამბები

Megalab Drive – ლაბორატორიული მომსახურება მანქანიდან გადაუსვლელად

20:03 01-20-2026
რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზრის კვლევა
ახალი ამბები

რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზრის კვლევა

18:47 01-20-2026
ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი
ახალი ამბები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი

15:25 01-20-2026
ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved