• რეკლამა
  • კონტაქტი
06:54, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ ვერ დააპატიმრებენ ტრამპს? – „აქ ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორია“ – რას გვიყვება სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
19:26 04-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
830

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ბატონო სოსო, მსოფლიო მედიაში დიდი ამბავი ატყდა, რომ ამერიკის ექს–პრეზიდენტი, დონალს ტრამპი  დააკავესო  და აღმოჩნდა, რომ ტრამპი თავად ჩაბარდა მართლმსაჯულებას. თუმცა, მას ბრალი წაუყენეს და დიდი შანსია, თავისუფლების აღკვეთა მოუსაჯონ. რა მოხდება?

– ჟურნალისტებმა იმხელა აჟიოტაჟი ატეხეს, რომ საქმეში ჩაუხედავი კაცი იფიქრებდა, ტრამპს შეიძლება სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონო. მოდით, თავიდან დავიწყოთ. 4 აპრილს ტრამპს ბრალი კი არ წაუყენეს, მას ამ დღეს სასამარლოში გააცნეს ბრალი, იმ დანაშაულებათა ნაწილი გააცნეს, რასაც მანჰეტენის საოლქო პროკურორი ედავება მას. ტრამპს ბრალი პროკურორმა, ელვინ  ბრეგმა  წაუყენა 31 მარტს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც  მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდმა ჟიურიმ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წაუყენა პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის  დუმილის სანაცვლოდ ფულის გადახდის გამო. ეს ნაბიჯი, ბრალდების მხარის თანახმად, ამერიკის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონის დარღვევაა.

ასევე, ტყუილი გამოდგა, თითქოს ტრამპი დაიჭირეს. როდესაც ტრამპს დაუსწრებლად ბრალი წაუყენეს,  მისმა ადვოკატმა,  ჯო ტაკოპინამ იმავე დღეს  განცხადა, რომ ტრამპი სამშაბათს, 4 აპრილს თავად ჩაბარდებოდა მართლმსაჯულებას და ასეც მოხდა. ეს აურზაური ატყდა „დემოკრატიულ პარტიასთან“ დაახლებული მედიის მიერ, მათ გააბუქეს ყველაფერი და შემდეგ, უკვე დამოუკიდებელი მედიის ნაწილიც აჰყვა ამ აჟიოტაჟს.   მოგახსენეთ, რომ ტრამპს ბრალი დასდეს ტოპ–მოდელის,  სტორმი დანიელსისთვის, სიჩუმის სანაცვლოდ 1 300 დოლარის გადახდის გამო.  ტრამპს მასთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა, ეს არ არის დიდი დანაშაული. საქმე იმაშია, რომ ეს თანხა ტრამპმა გააფორმა, როგორც  მისი ადვოკატის მაიკლ კოენისთის მიცემული ჰონორარი. აბა, იმას ხომ არ დააფიქსირებდნენ ფინანსურ დოკუმენტებში, რომ  მეძავს ფული მისცა დუმილის სანაცვლოდ? ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს ფული იყო ტრამპის წინასაარჩევნო ფონდიდან, რომელიც მას ამერიკის მოქალაქეებმა  შესწირეს –  მოსახლეობამ, ამერიკელმა ბიზნესმენებმა.  ეს არ აპატიეს, ხალხის ფულის მოპარვა. მაიკლ კოენს ამის გამო  2018  წელს, 7  წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და 3 წელი იჯდა ციხეში.  ამბობენ, რომ კოენი პროკურტურასთან გარიგებაზე წავიდა, განაცხდა, რომ მას ტრამპმა გამოუწერა ის ჰონორარი, ერთი დანაშაული მეორეთი დაფარა და სწორედ კოენის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს ბრალი ტრამპს. თუმცა,  ეს მალევე  გაირკვევა ტრამპის სასამართლო პროცესებიდან. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ადვოკატი კოენი წავიდა გარიგებაზე და 4 წელი აპატიეს ტრამპის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ.

– ჩასვამენ ციხეში ტრამპს?

– არა, ციხეში ვერ ჩასვამენ. აქ ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორია. ამერიკის ყველა ყოფილ პრეზიდენტს, იცავს პირადი დაცვა, რომელიც საიდუმლო პოლიციიას წარმოაგდენს. ამ სამსახურმა  ექს–პრეზიდენტი სიცოცხლის  ბოლომდე უნდა დაიცვას. მარტო ექს–პრეზიდენტის სიცოცხლის დაცვა არ აინტერესებს სახელმწიფოს.  ტრამპი ციხეში თუ გაუშვეს, მას საიდუმლო პოლიციის წარმომადგენლები ვეღარ დაიცავენ, ისინი ციხეში არ ეყოლება. შესაბამისად, კანონი დაირღვევა.  თანაც, როგორი საქმეა, ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც უამრავ საუდუმლო ინფორმაციას ფლობს, ხელში საერთაშორისო დონის კრიმინალებს ჩაუგდო ციხეში და მათ შორის ისინიც არიან, რომლებიც  ამგვარი ინფორმაციით ვაჭრობენ?  გარდა მაგისა, ტრამპი სამარტოვე საკანშიც რომ ჩასვან, ვერც ერთი ამერიკული ციხის ადმინისტრაცია  ვერ მისცემს გარანტიას საიდუმლო პოლიციას, რომ მას რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურები არ გაიტაცებენ საუდუმლოთა გათქმის მიზნით. სახელმწიფო საუდუმლოებათა  შენახვაა  ამ შემთხვევაში პრიორიტეტი. მოკლედ, თუ ტრამპი გაამტყუნეს, მაქსიმუმ, შიდა პატიმრობა მიუსაჯონ.

– შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო „დემოკრატების“ შურისძიება ტრამპის მიმართ?

– მოდი, ეგ არ გამოვრიცხოთ. ჯერ ერთი, ტრამპის წინააღმდეგ გამოძიება  მაშინ გააქტიურდა, როდესაც განაცხადა, რომ 2024 წელს პრეზიდენტად ისევ იყრიდა კენჭს. მეორე ფაქტორი ის არის, რომ ტრამპი ბოლოდროინელი რეიტინგებით, საგრძნობლად უსწრებდა  „დემოკრატების“  სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატებს, მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ვიცე–პრეზიდენტ კამილა ჰარიის და სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, ასევე, „დემოკრატების“ სხვა კანდიდატებს. ტრამპი რეიტინგით უსწრებს „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატებსაც–ყოფილ ვიცე–პრეზიდენტს, მაიკ პენსს, სენატორ ტედ კრუზსს და ფლორიდის გუბერნატორს, როს დესანტისს. მოკლედ, ტრამპის  ხელახლა გაპრეზიდენტების რეალური შანსი არსებობდა და ეს, ამერიკის პოლიტიკურმა ელიტამ  აღარ დაუშვა. ცხადია, პირველ რიგში „დემოკრატებმა“. აღსანიშნვია ის ფაქტიც,  რომ  მანჰეტენის ოლქის პროკურორი ელვინ  ბრეგი, ბაიდენის დროს არის დანიშნული და  „დემოკრატების“ მომხრეა.

მთავარი ის არის, რომ ტრამპი მივიდა სასამართლოში, მას აუღეს თითების ანაბეჭდი, გადაუღეს ფოტოები პროფილში, ანფასში, როგორც კრიმინალს  და ამას იხილავს მთელი ამერიკა. ეს კი დიდი დარტყმა იქნება ტრამპის რეპუტაციისთვის.  ამერიკაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს და ესეც მის რეპუტაციას დააზიანებს. ამერიკაში არსებობს ერთი დაუწერელი კანონი. ადამიანს თუ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალს წაუყენებენ, ის აღარ ღებულობს არჩევნებში მონაწილეობას, თუნდაც არჩევნებმდე გაამართლოს სასამართლომ. საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, კონგრესის, გუბერნატორის თუ მოსამართლისა,  ეს წესი, ტრადიცია დღემდე არ დარღვეულა. ვფიქობ, ტრამპის  სასამართლო პროცესი რამდენიმე წელს გასტანს, რადგან  მომდევნო  სასამართლო პროცესი 4 დეკემბერს ჩანიშნეს და  დიდხანს გაგრძელდება.  ვნახოთ, დაარღევს თუ არა ამ ტრადიციას და ბრალწაყენებული ტრამპი და მიიღებს თუ არა გაისად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ამერიკელი  ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტრამპი დაარღვევს ამ მრავალსაუკუნოვან ტრადიციას,  მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და მისსავე სასამართლო პროცესს, კამპანიის ნაწილად აქცევს და სათავისოდ გამოიყენებს. მოკლედ, მთელი  ეს ამბავი ტრამპი რეპუტაციის გაფუჭებისა და საპრეზიდენტო არჩევნებიდან მისი ჩამოშორების გამო მოხდა, თუმცაღა არსებობდა სამრთთლებრივი საფუძვლები.

 

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved