• რეკლამა
  • კონტაქტი
10:32, სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ უნდა ვიბრძოლო ეფემერული ნატოსთვის – ყვირიან ქოცები და არის ამაში სიმართლის მარცვალი” – ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:08 03-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
200

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:

 

“ალბათ მაინც ღირს ხანდახან ვუპასუხოთ ქოც–რუსული პროპაგანდის საკვანძო საკითხებს, თავგზააბნეულებისთვის :
რატომ უნდა ვიბრძოლო ეფემერული ნატოსთვის – ყვირიან ქოცები და თქვენ წარმოიდგინეთ, არის ამაში სიმართლის მარცვალი. პოპულისტური პოლიტიკის და პროპაგანდის მეთოდი სწორედ მიზნების ჩანაცვლებით და ქვემიზნების მიზნებად გამოცხადებით მანიპულაციაა.
სინამდვილეში: მიზანი არ არის ნატო. მიზანი არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ჩვენ არ ვიბრძვით ნატოსთვის, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომელიც უფრო დაცული იქნება, თუ შევუერთდებით კოლექტიური თავდაცვის ძლიერ სისტემას. ნატოზე ძლიერი და სწორ ფასეულობებზე აწყობილი სისტემა ამ ეტაპზე ამ პლანეტაზე არ არსებობს. ხვალ თუ იარსებებს, ხვალ ვილაპარაკოთ ამაზე.
ისტორია და აგერ, სულ ახალთახალი მაგალითები გვაჩვენებს, რომ ვერცერთი ქვეყანა, თუნდაც ზესახელმწიფო დამოუკიდებლად თავის დაცვას, ყველა შესაძლო სიტუაციაზე და ყველა საფრთხეზე ეფექტურ რეაგირებას ვერ შეძლებს. საჭიროა პარტნიორობა, რაც თანხების დაზოგვის და ეფექტურობის გაზრდის საშუალებას იძლევა. ამას დიდი ხნის წინ მიხვდნენ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები და საქართველოს გონებაგახსნილი მოქალაქეები. საქართველოს ერთ მილიარდ ლარიანი თავდაცვის ბიუჯეტით კიდევ 100 წელი ვერ მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა რეალურად დაცული იყოს, თუმცა კოლექტიური თავდაცვის სისტემაში სწორი ადგილის მოპოვებით ჩვენ ვიქნებით დაცულები და ჩვენი მომავალი იქნება უზრუნველყოფილი.
ნახეთ, რა მარტივია ყველაფერი?
შესაბამისად, ჩვენ ნატოს გულისთვის კი არ ვიკლავთ თავს, არამედ ჩვენი უსაფრთხოებისთვის ვზრუნავთ და ნატოზე უკეთესი ამ თვალსაზრისით არც არაფერია. სულ მთლად ჩლუნგებისთვის განვმარტავ, რომ უსაფრთხოების დაცვა ზოგადად სახელმწიფოს უზენაეს ამოცანებში შედის, ამისთვის არსებობს სახელმწიფო, რომ ჩვენი უსაფრთხოება დაიცვას. სახელმწიფოს უსაფრთხოება= მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას. უსაფრთხოების გარეშე არ არსებობს არც კეთილდღეობა, არც სამართლიანობა, არც თავისუფლება, არც თანასწორობა, რაც ასევე სახელმწიფოს ფუნდამენტური საფუძველი და მიზანი უნდა იყოს და რის გარეშეც ადამიანის ცხოვრება არის ცუდი. ბავშვები ეწირებიან თავზეხელაღებულ დამპყრობლებს და არა ნატოს. თუ არ გვინდა, რომ ჩვენი შვილები მომავალშიც თავზეხელაღებულ დამპყრობლებს შეეწირონ, უნდა მოვძებნოთ გზა, როგორ დავიცვათ ისინი.
ეს გზა ხელისგულზე დევს, თავის საგზაო რუკით და წესებით, და თუ ამ წესების დაცვით გაივლი ამ გზას, ბოლომდე მშვიდობიანად მიხვალ. ოღონდ ჩვენ ახლა ვკამათობთ: ეს გზა ძალიან გრძელია და მანდ რა აზრი აქვს წასვლას, ბავშვი დაიღლება, მოდი აქვე სადმე ტყეში ბუჩქში გადავმალავ ჩემს შვილს, არ ჯობია? არ ჯობია პატივცემულებო, იმიტომ რომ ღამით ტყეში უდიდესი ალბათობით მგელი მოვა და შეჭამს თქვენს შვილს.
და ბოლოს, ყველაზე სასაცილო ის არის, როცა უკრაინის მაგალითზე ყვირიან, რა გვინდა ნატოში, მაგათი გულისთვის შარში რატომ ვეხვევითო, თან პარალელურად ზუსტად ის ხალხი ყვირის, დამპალი ნატო, უკრაინას რატომ არ ეხმარებაო. დიახ ბატონებო, ნატო უკრაინას იმიტომ არ ეხმარება, რომ ის არ არის ნატოს წევრი. რატომ არ არის უკრაინა და რატომ არ არის საქართველო ამ დრომდე ნატოს წევრი, ეგ ვრცელი, კომპლექსური თემაა და სხვა დროს, თუმცა ფაქტი ის არის, უკრაინა რომ ნატოს წევრი ყოფილიყო, რუსეთი იქ ცხვირსაც ვერ შეყოფდა, და თუ შეყოფდა, დაუმტვრევდნენ მყისიერად. კიდევ ბევრია სათქმელი ამ თემაზე, მაგრამ ამჯერად ეს იყოს. ისედაც ვრცლად გამომივიდა მარტივი ჭეშმარიტების ახსნა.”
თეგები: ნინო ჯანგირაშვილირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

15:20 12-22-2025
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved