• რეკლამა
  • კონტაქტი
00:48, ხუთშაბათი, 18 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ უნდა მოეხსნა გახარიას, გადადგომის წინ, გომელაური და რა საფრთხე დატოვა ქვეყანაში?

ალია ავტორი - ალია
17:39 02-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

„ალიას“ ესაუბრება სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციონალისტი ზურაბ ჯიბღაშვილი

-გახარიამ პასუხისმგებლობა აიღო 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა, დღეს უარი თქვა პასუხისმგებლობის აღებაზე – გვაძლევს, თუ არა, ეს იმის ფიქრის საშუალებას, რომ მას რამე ფორმით სურს უკან მობრუნება, ან უმრავლესობის რომელიმე ფრთად, ან ოპოზიციის სახით?

-ამას გვაჩვენებს მთავრობის ფორმირების პროცესი, თუ უმრავლესობას რამდენიმე ადამიანი გამოაკლდა და მკვეთრად იქნა მხარდაჭერილი პროგახარიას პოზიცია – შესაძლოა, მაგრამ ეს რომ ასე მოხდეს, თავად გახარიამ უნდა გააკეთოს პოლიტიკური განცხადება, კვირიკაშვილისგან განსხვავებით და უნდა თქვას, რომ პოლიტიკაში რჩება – ამით უნდა დაუდოს დასაბამი უმრავლესობის პოლიტიკური ფრთის რღვევას. არჩევნების მერე – გახარიამ მობრუნება რომ შესძლოს, დღესვე უნდა გააკეთოს პოლიტიკური განაცხადი. თუ ხალხმა არ დაინახა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, თუნდაც ერთი ფრაქციის სახით მაინც, არ გამოეყო მინიმუმ 7 დეპუტატი, ვინც პროგახარიას აზრის გამტარებელი იქნება, მაშინ მას არჩევნებზე წასვლა მოუწევს არაფრით, პოლიტიკური დივიდენდების გარეშე. რაც შეეხება ოპოზიციის სახით მობრუნებას, ლოგიკური კითხვაა, შეიძლება თვლის, რომ გაისუფთავებს თავს და ამ ფონს გამოიყენებს მოსაბრუნებლად, მით უფრო, რომ ოპოზიციის საერთო სიხარულის ფონზე, თუმცა, სიმართლე გითხრათ, მე ამ სიხარულს ვერ ვხნი. შესაძლოა, გახარიამ იფიქრა, რატომ გავისვარო მეორედ და მერე გამაგდოთ, მოდი, თავად წავალო და ერთი თქვენიცო… ვნახოთ, უახლოეს დღეებში ესეც გამოჩნდება. თუმცა, ერთი რამ ფაქტია, გახარია არ იყო გულწრფელი თავის გადაწყვეტილებაში.

–რატომ ფიქრობთ რომ არ იყო გულწრფელი?

-ცოტა შორიდან დავიწყებ – პარტიის ლიდერებმა თავად თქვეს, რომ პარტიაში იხილებოდა მელიას ამბავი და დაადასტურეს ამით, რომ სასამართლომ ნოტარიუსის ფუნქცია შეასრულა. ეს პოლიტიკურო პროცესი იყო, მიუხედავად იმისა, რამდენად შეიძლება იყოს, ან არ იყოს მელია კანონთან პირნათელი, გუშინდელი სასამართლო პროცესი მთლიანად პოლიტიკური მოტივაციით  იყო შემდგარი. რაც შეეხება შსს-ს მოქმედებს, ეს ამ პოლიტიკური პროცესის ჭრილშივე უნდა დავინახოთ – გახარიასთან დაპირისპირებული ოცნების აგრესიული ფრთის შემადგენელი კომპონენტია ეს. კობახიძემ დღეს რაც თქვა, მელიას რომ მოუწოდებს მორჩილებისკენ, სწორედ ამ ურთიერთკავშირს წარმოაჩენს. კობახიზე ახლა ამას ალაგებს, რომ გომელაური ოცნების აგრესიული ფრთის პარტნიორი აღმოჩნდეს ამ სიტუაციაში. გომელაურმა ვერ მოხსნა გახარიას კადრი – საბანაძე და გახარია ვერ ხსნიდა გომელაურს. ეს რომ გახარიას სრულფასოვანი პრემიერობის პერიოდი ყოფილიყო, მას სულ მცირე, გომელაური უნდა მოეხსნა მინისტრობიდან და მერე გადამდგარიყო. ეს პოლიტიკური ნაბიჯი უნდა გადაედგა. თუ აგრესია არსებობს ხელისუფლებაში, რომლის პარტნიორადაც ის არ გამოდგება და თუ მას გულწრფელად სურდა მოქმედება, მას ზუსტად იმაზე უნდა აეღო პასუხისმგებლობა, რომ ეს აგრესია აღეკვეთა, გომელაურის მოხსნის სახით – აი, ეს იქნებოდა პოლიტიკური განაცხადი. ახლა კი, ის უბრალოდ განერიდა ამ პროცესებს – ის ახლა ამ პოლიტიკური პროცესების მსხვერპლია.

ალია

თეგები: გიორგი გახარიავახტანგ გომელაურიზურაბ ჯიბღაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს ტურიზმი: რომელი რეგიონები ხდება უფრო პოპულარული?
ახალი ამბები

საქართველოს ტურიზმი: რომელი რეგიონები ხდება უფრო პოპულარული?

20:51 12-17-2025
იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
აიხდინე საახალწლო სურვილები, მიიღე ყველაზე მაღალი შეფასება ოქროზე ექსპრეს ლომბარდში!
ახალი ამბები

აიხდინე საახალწლო სურვილები, მიიღე ყველაზე მაღალი შეფასება ოქროზე ექსპრეს ლომბარდში!

19:26 12-17-2025
გამკაცრდება თუ არა რეგულაციები მეორად საბურავებთან დაკავშირებით?!
ახალი ამბები

გამკაცრდება თუ არა რეგულაციები მეორად საბურავებთან დაკავშირებით?!

17:02 12-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved