„გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი, ირაკლი ოქრუაშვილი „აირაის“ ბოლო კვლევებს ეხმაურება:
„მე, რომ 1% მაქვს პარტიულად ეგ კი არ მიკვირს. ან რატომ უნდა მიკვირდეს, ერთი წელი ციხეში ვიყავი, ყველა ქვა მე მომხვდა, ერთი პარტიული ღონისძიება არ გამიმართავს, ერთი პოსტი არ დამისპონსორებია.
ის მიკვირს, 5-5 მილიონი რომ აქვთ უკვე დახარჯული, ყოველდღე პარტიული თავყრილობები რომ აქვთ, თვალებში მაზოლებს რომ ამოგიყვანენ ყოველ წამს დასპონსორებული პოსტებით, იმათ 2% რატომ აქვთ?“
კომენტარები