თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ ის თანამდებობის დატოვებას აპირებდა.
„ეს არ იყო მთლად ჭორი, მე ამაზე ვფიქრობდი პირადი ფაქტორების გამო. მაგრამ, სწორედ იმიტომ რომ არის შემთხვევების გარკვეული მატება, ჩემი ყოფნა, როგორც კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ჩავთვალეთ, რომ საჭიროა და ახლა არ იყო ამისთვის შესაბამისი დრო. ეს კონფლიქტთან დაკავშირებული არ არის, ეს უკავშირდებოდა ჩემს ყოფით, პირად ფაქტორებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.
კომენტარები