• რეკლამა
  • კონტაქტი
04:44, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ შეუჩერა 5 792 ობიექტს საქმიანობა ხელისუფლებამ?

ალია ავტორი - ალია
13:32 12-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის შემოწმებული ობიექტებიდან 5 792 საქმიანობა შეუჩერდა, 10 კი დაჯარიმდა.

როგორც ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 4-6 დეკემბრის მონაცემებით, შემოწმება განხორციელდა სხვადასხვა უწყებების აქტიური ჩართულობით 1 986 ობიექტზე, საიდანაც ფაქტობრივად 1 900 მათგანს მიეცა ზეპირ სიტყვიერი გაფრთხილება წესების დაცვასთან დაკავშირებით, დაჯარიმდა სამი ობიექტი.

„ამავე პერიოდში განხორციელდა უკვე შემოწმებული ობიექტების რემონიტორინგი, თუ რამდენად ჰქონდათ მათ შეზღუდული ის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით დროებით ამ ეტაპზე არის შეჩერებული. 3 036 ობიექტი გადამოწმდა, რომლებთანაც დადასტურდა, რომ მათ ნამდვილად შეაჩერეს ეკონომიკური საქმიანობა. გარდა ამისა, ჯამში სულ შემოწმდა საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით ცვლილებაში შეტანის შემდგომ, რაც ამოქმედდა შეზღუდვები, 24 518 ობიექტი, ჯამში დაჯარიმებულია 10 ობიექტი და საქმიანობა შეუჩერდა 5 792 ობიექტს. გარდა ამისა, მინდა ვისაუბრო იმ გარემოებაზე, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მასმედიის საშუალებით აქტიურად არის გაშუქებული და ეს ეხება იმ შეზღუდვებს, რომელიც სხვადასხვა სასურსათო თუ სუპერმარკეტებში გვხდება. იცით, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ნებადართულია მხოლოდ სურსათის, ცხოველის საკვების, საყოფაცხოვრებო ქიმიის, ჰიგიენისა და აგროქიმიკატების რეალიზება, სხვა მიმართულებით არის გარკვეული შეზღუდვები. ჩვენი მიზანია, რომ შემცირდეს მობილობის მაჩვენებელი და ჩვენ დროის გარკვეულ პერიოდში გვქონდეს ინფიცირების შენარჩუნება და კლება ამის შემდგომ. მიზანი არის, რომ სხვადასხვა ობიექტებზე მობილობა იყოს შემცირებული, სწორედ ამიტომ, იქნება ეს ტანსაცმელი, სხვადასხვა მსხვილი ტექნიკა, ავეჯი თუ მსგავსი პროდუქტი, არის შეზღუდული. ამან აზრთა სხვადასხვაობის გამოიწვია სოციალურ ქსელში, თითქოსდა, ეს საქართველოს მთავრობის ან საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი შეზღუდვები მოქმედებს ევროპის მასშტაბით – საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში, ასევე ამერიკაში არის მსგავსი შეზღუდვები დაწესებული. ეს ნიშნავს, რომ ყველა ევროპულ ქვეყანაში, რომელმაც დააწესა გარკვეული შეზღუდვა, ვრცელდება სხვადასხვა პროდუქტებსა თუ ნივთებზე. მიზანი, კიდევ ერთხელ განვმარტავ, არის მობილობის შემცირება დროის გარკვეულ პერიოდში, რათა თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს შენარჩუნებული და გადარჩენილი. მესმის, რომ ეს არის დისკომფორტის შემქმნელი ჩვენი მოქალაქეებისთვის და სწორედ ამიტომ არის შეზღუდვა და არა აკრძალვა. ეს ნიშნავს რომ, ჩვენ ცუდსა და უარესს შრის ვაკეთებთ არჩევანს და სხვა ბევრ ევროპულ ქვეყანაში, სადაც მათშორის ბრიტანეთმა დაამტკიცა სია, სადაც პროდუქტები არის უშუალოდ ჩამოთვლილი თუ რომელი პროდუქტის რეალიზება არის სხვადასხვა სასურსათო მაღაზიაში შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ გაცილებით მსუბუქი მიდგომები გვაქვს“, – განაცხადა ფერაძემ.

თეგები: ბექა ფერაძეკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved