აჭარის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მალე განმარტავენ, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი.
ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
კოვიდზე მედპერსონალის ვაქცინაცია გაგრძელდება ქალაქ ბათუმში, დღეს ვაქცინაციის ამსახველი ფოტომასალა გამოაქვეყნა ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ 27 წლის ახალციხელი ექთანი გარდაიცვალა, რომელსაც, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ, 18 მარტს, განუვითარდა.
“ალიას” ინფორმაციით, ვაქცინაცია შეჩერდება იმ კლინიკებში, სადაც არ არის ე.წ. შოკის კაბინეტები.
კომენტარები