• რეკლამა
  • კონტაქტი
16:35, პარასკევი, 9 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ პასუხობს გახარიასთვის გაგზავნილ წერილს სუსი?

ალია ავტორი - ალია
14:31 02-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

დღეს გავრცელდა წერილი, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე მსჯავრდებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ივანეიშვილი პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას ციხიდან მიმართავს. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ყოფილი თანამდებობის პირი მის მიმართ გამოტანილ უკანონო განაჩენზე საუბრობს და ადანაშაულებს სუს-ს, ამბობს, რომ სუსის იმიჯის დაცვაზე მეტად, ადამიანის ბედია მნიშვნელოვანი.

ნაწყვეტი მედიაში გავრცელებული წერილიდან:

“წერილის პირველი ნაწილი ჩემს მიმართ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას ეხება, ხოლო წერილის მეორე ნაწილში ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მინდა დაგანახოთ ჩვენს ქვეყანაში და მის მმართველობით სისტემაში ვერაღმოფხვრილი მანკიერი ტენდენციები, რომლებიც სისტემურ პრობლემებს ქმნიან, როგორც ცალკეული რეგიონების, ასევე ზოგადად ქვეყნის განვითარებაში”

სისტემის მანკიერი ტენდეციები და სისტემური პრობლემები – ამაზე ამახვილებს ყურადღებას ყოფილი მაღალჩინოსანი გახარიასადმი მიწერილ წერილში – რომელსაც იმედია, პრემიერი გაეცნობა.

სანამ პრემიერი ამ წერილს წაიკითხავდა, როგორც ჩანს, სუსმა დაასწრო პრემიერს!

არ მითხრათ, ახლა რომ პრემიერსაც უსმენთ და უთვალთვალებთ – მედიაში გავრცელებამდე უნდა მისვლოდა პრემიერს წერილი.

სუსი – რომელიც არც ერთ კითხვაზე პასუხს არ სცემს “ალიას” კითხვებს და უკვე ზარსაც აღარ პასუხობს, მყისიერად პასუხობს პრემიერისადმი გაგზავნილ წერილს, რაც, გონივრულ ეჭვებს აჩენს, რომ გრიგოლ ივანეიშვილმა, მართლაც რაღაც იცის, სისტემურ პრობლემებზე და სისტემურ დანაშაულზე.

გრიგოლ ივანეიშვილი თავის წერილში სუაბრობს იმაზეც, რომ “ცრუ მოწმე” რომელიც სუსმა წარმოადგინა, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ირანელი ინვესტორია.

გთავაზობთ, სუსის პასუხს და კატეგორიულ უარჰყოფას!

საინტერესოა, რატომ პასუხობს გრიგოლ ლილუაშვილი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს? არ იცის პრემიერმა კითხვა? აბა, აზრს ვერ გამოიტანს წაკითხულიდან? აბა, მართლაც რომ გაეცნოს საქმის მასალებს, იქ ნახავს რამეს საეჭვოს? აბა, ერთი სამსახური ხართ უკვე? პრემიერის პიარი გახდა სუსი? სუსს რომ მიწეროს წერილი მოქალაქემ გახარიაზე – პრემიერი დაგასწრებთ პასუხს? ვცადოთ, აბა!

იმედია, სუსის კატეგორიული უარყოფის შემდეგაც წაიკითხავს გახარია ივანეიშვილის წერილს და პასუხს გასცემს, თორემ, სუსთან ამდენი თვეა ისედაც საუბარობს ივანეიშვილი და ამჯერად მისი წერილის ადრესატი პრემიერია!

სუსი:

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის ბრალდებებს, რომელიც ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა. აღნიშნული ბრალდებები მოკლებულია ყოველგვარ სამართლებლივ საფუძველს, რასაც საქმეზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გრიგოლ ივანეიშვილის წინააღმდეგ გამოძიება უცხოელი ბიზნესმენის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. მას შემდეგ, რაც უცხოელი ბიზნესმენი მიხვდა, რომ აუქციონის ოფიციალური გადასახადის გარდა, დახმარების სანაცვლოდ, თავისი საკუთარი მიზნებისთვის მოთხოვნილი 250 000 ლარის დამატებით მიცემა, შესაძლოა ყოფილიყო საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი, განცხადებით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი. ამასთან, გრიგოლ ივანეიშვილის ინიციატივით, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდის გარანტად უცხოელმა ბიზნესმენმა მისი კუთვნილი ფირმის 16%-იანი წილი გადაუფორმა ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს. დანაშაულის შენიღბვის მიზნით, გრიგოლ ივანეიშვილმა უცხოელ ბიზნესმენთან გააფორმა ფიქტიური სესხის ხელშეკრულება და ამ უკანასკნელს 250 000 ლარი თავისი შვილის ანგარიშზე ჩაარიცხინა. აღნიშნული გადარიცხვის შემდეგ, 2019 წლის 25 იანვარს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ივანეიშვილის საქმეზე დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუამ, რომელსაც ქრთამის აღებაში დახმარება ედებოდა ბრალად, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება სრულად აღიარა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved