ერთი საათის წინ, ცნობილი გახდა, რომ თავი ჩამოიხრჩო ნიკა გვარამიას დაცვის წევრმა, 30 წლის თემო სამხარაძემ.
მოგვიანებით, ნიკა გვარამიამ თემოს ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: “გუშინ, ამ დროს, ბედნიერი იყო. 6 საათზე მეგობრებს ეს ფოტო ჩაგვიგდო, თავისი საყვარელი საბასი.”
ჟურნალისტი, ირა გოგოსაშვილი, სოციალურ ქსელში თვითმკვლელობის მიზეზზე საუბრობს:
” ნიკა გვარამიას დაცვის თანამშრომელმა თემო სამხარაძემ, რომელიც იმავდროულად გვარამიას მძღოლიც იყო დღეს თავი ჩამოიხრჩო!
მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გამხდარა,რომელიც ამ 1 თვის წინ დაწყებულა მეუღლესთან და სიდედრთან … მათ ბავშვი წაუყვანიათ და სწორედ ეს ვერ გადაიტანაო…
ეს ფოტო გუშინ გადაუღია შვილთან ერთად…”
“ალია” დაუკავშირდა შსს-ს კომენტარისთვის, გვითხრეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ამ მომენტში თვითმკვლელობის მიზეზი არ არის დადგენილი.
საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
კომენტარები