• რეკლამა
  • კონტაქტი
00:00, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ იყიდეს სწრაფი ტემპით ხელისუფლების კარის ბიზნესმენებმა დაცარიელებული ბაზრები?

ალია ავტორი - ალია
16:54 11-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
328

ანი დვალიშვილი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კომერციულმა ბანკებმა მიმდინარე წლის, გასული ათი თვის განმავლობაში, ლამის ორ მილიარდამდე სარგებელი ნახეს. საუბარი სუფთა მოგებაზეა და ხომ დარწმუნებული ხართ, რომ ეს მოგება ჩემი და თქვენი ჯიბიდან ამოიღეს არარეალური პროცენტების გადახდის გამო. აბა, როგორ არ გავიხსენოთ, „ოცნების“და პირადად ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირება, ბანკის პროცენტი ძალიან დაბალი იქნება და მოსახლეობის უმრავლესობა, ბიზნესის წამოსაწყებად უფასო, უპროცენტო ფულს მიიღებსო. ბანკები გვთავაზობენ სესხს ეფექტურ 17 ან 19%-ში და რეალურად, ხელშეკრულების მოწერის წინ ირკვევა, რომ ეფექტური 47%-დან 51%-მდეა დამტკიცებული. არადა, ეს იყო „ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი დაპირება და მას შემდეგ მდგომარეობა უფრო გაუარესდა და ხელისუფლება ჯერჯერობით, არაფრის შეცვლას არ აპირებს, აქაოდა, კერძო ბიზნესია და ვერ ვერევითო. არადა, როცა მოუნდათ, მედიკამენტების ფასებში ძალიან კარგად ჩაერივნენ. სწორედ ეს არის უსამართლობა და ორმაგი სტანდარტი, ბატონებო…

თბილისში გარე-ვაჭრობა ჯარიმითა და საქონლის კონფისკაციით რეგულირდება. ჰოდა, უკვე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დედაქალაქის პრაქტიკა უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში გავრცელდება და 2023 წლის პირველი იანვრიდან, გარე-ვაჭრობა ქვეყნის მასშტაბით აიკრძალება და დასჯადი გახდება… საქონლის კონფისკაციით. მეტიც, მუნიციპალიტეტებს უკვე უთხრეს, როგორი სპეც-ტანსაცმელი უნდა შეიძინონ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ყველაფერს გააკონტროლებენ და ეს სპეც-ტანსაცმელი ყველასთვის თვალში საცემი იქნება და მათი გამოჩენა კი იმის ნიშანი, რომ გარე-მოვაჭრეებს დააწიოკებენ. ჯარიმებიდან მიღებული თანხები მუნიციპალიტეტებში დარჩება და ადგილობრივ ბიუჯეტს შეავსებს. ჰო, „ოცნების“ ლოგიკით, გარე-ვაჭრობის უმკაცრესი აკრძალვა იმასაც მოიტანს, რომ ნახევრად ცარიელი ბაზრები შეივსება და მოვაჭრეთა დიდი ნაწილი სწორედ იქ შევა. სწორედ ამიტომაცაა, დაცარიელებული ბაზრებით დაინტერესება ხელისუფლების კარის ბიზნესმენებმა რომ გამოთქვეს და ათეულობით მუნიციპალიტეტში, უქმად მდგარი ბაზრები ჩალის ფასად იყიდეს. სამწუხაროდ, მათგან განსხვავებით, მისმა მფლობელებმა მაშინ არ იცოდნენ, რომ ახალი წლიდან ეს ბაზრები აუცილებლად ამუშავდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved