• რეკლამა
  • კონტაქტი
03:53, სამშაბათი, 28 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,რატომ ჰგონიათ საქართველო დაბალი ღობე?“ – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
13:55 08-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,695

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:

,,რატომ ჰგონიათ საქართველო დაბალი ღობე?

უცნაური დრო დაგვიდგა… საერთაშორისო პოლიტიკა და დიპლომატია იმ დონემდე „ამაღლდა“, რომ ამერიკის ელჩი ხან საკუთარი ქვეყნის კანონს „რუსულს“ უწოდებს, ხან ქართველი ხალხის სახელით საუბრობს, ხან რევოლუციურ დღის წესრიგებს უდგენს და ხანაც საქართველოში გარაჟების განაწილების საკითხებში მონაწილეობს.

კონგრესმენობის 11-წლიანი სტაჟის მქონე 45 წლის ადამ კინზინგერი ჯერ საკუთარ რესპუბლიკურ პარტიას უპირისპირდება, მერე ხედავს რა მორიგ არჩევნებში დამარცხების გარდუვალობას, 2022 წელს უარს ამბობს მორიგ არჩევნებში მონაწილეობაზე და შემდეგ საკუთარი თავის წარმოჩენას ქართველი ხალხის “მამობით” ცდილობს. ის ქართველ ხალხს ხან ხელისუფლების შეცვლისკენ მოუწოდებს და ხან ირაკლი კობახიძეს თმების შეჭრის რეკომენდაციას აძლევს.

ჩვენ „სტრატეგიულ მეგობრებს“ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დაბალი ღობე ჰგონიათ, რადგან მას უკრაინის ხელისუფლების დანამატად განიხილავენ.

როდესაც უკრაინის ხელისუფლების უმადურობაზე ჩვენი ხელისუფლება უკმაყოფილებას გამოთქვამს, „მეგობრები“ მაშინვე ყაყანს იწყებენ, როგორ შეიძლება ომში მყოფ ქვეყანას რამეზე საყვედური უთხრა, თუნდაც თავზე გადაგიაროსო, და როდესაც თვითონ მათი ლიდერები მიუთითებენ უკრაინას, ჩვენი დახმარების სიკეთეები დაინახე და ნუ ბედავ უკმაყოფილების გამოთქმასო, ეს ბუნებრივ ამბად მიაჩნიათ. ასე ჩააგდებინეს ენა თავში ავარდნილ ზელენსკის დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის და სხვა ქვეყნების ლიდერებმა, როდესაც მათ საკუთარი ქვეყნის ინტერესები უკრაინის ინტერესებზე მაღლა დააყენეს და უკრაინას უმადურობაზე მიუთითეს. პოლონეთის პრემიერმა, პირდაპირ მიახალა, იცოდეთ, პოლონეთის ინტერესებზე წინ სხვა ქვეყნის ინტერესებს არასოდეს დავაყენებთო.

იმათთვის ეს თურმე შეიძლება, საქართველოს ხელისუფლებისთვის კი – არა.

თურმე რუსი ტურისტების მიღება ყველა ქვეყანაში შეიძლება, საქართველოში კი სრულიად სხვა ქვეყნის საკრუიზო გემზე რამდენიმე ქვეყნების მოქალაქეებთან ერთად თუ რუსებიც გამოერივნენ, სხვადასხვა ქვეყნების პორტებში შევიდნენ, რამდენიმე საათით საპორტო ქალაქები დაათვალიერეს და შემდეგ გემზე დაბრუნდნენ, ყველა მიმღები ქვეყნისთვის ეს ბუნებრივი და ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ საქართველოში ასეთი ტურისტების შემოშვება ქვეყნის ღალატად უნდა იქნას წარმოჩენილი.

რაც მთავარია, 200-მდე მოქალაქის მიერ გამოხატული ასეთი პოზიცია მთელი ქართველი ერის პოზიციად უნდა წარმოჩინდეს ამერიკის ელჩის, კონგრესმენებისა და ოდიოზური ევროპარლამენტარების მხრიდან.

თურმე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ევროკავშირის ქვეყნებისთვის დასაშვები და ჩვეულებრივი ამბავია, ხოლო საქართველოსთვის ასეთ დონეზე აყვანილი სახელმწიფოებრივი ურთიერთობა ქვეყნის ღალატია.

ყველაზე სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი ის არის, რომ ამ კატეგორიის უცხოელებს ქართველი ხალხი ალბათ გონებასუსტი ჰგონია. მათი აზრით, ჩვენი მოქალაქეები ვერც იმას ხვდებიან, თუ რა მიზნები ამოძრავებთ ვითომ ჩვენს მოქალაქეებზე მზრუნველ და გულშემატკივარ ამ დეგრადირებულ პოლიტიკანებს და ვერც იმას, თუ რატომ ემთხვევა მათ ინტერესებს ერთი მუჭა „სეკენდ ჰენდი“ ქართველი „ანტირუსი პატრიოტების“ ზღვარგადასული აქტივობები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუს ტურისტებს ფეხქვეშ ეგებოდნენ, რუს ბიზნესებს წითელ ხალიჩებს უგებდნენ და საბოლოოდ, ორდღიანი ომის შემდეგ რუსეთს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიებსაც ჩუქნიდნენ.

ისიც კარგად ჩანს, თუ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისთვის რატომ იყო მისაღები „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის“ ლოზუნგებით შეფუთული სისხლიანი, მაგრამ მონური რეჟიმი და რატომ არის მიუღებელი მართლაც დემოკრატიული, მაგრამ დამოუკიდებელი დღევანდელი ხელისუფლება.

საბედნიეროდ, ამ ყველაფერს ჩვენი მოქალაქეები კარგად ხედავენ და საკადრის პასუხსაც სცემენ ცხვრის ტყავში გახვეულ, შინაურ თუ გარეულ მგელ პოლიტიკანებს.”

თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

13:58 10-27-2025
ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved