შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა 70% თვითიზოლაციაშია გადასული, რადგან მერიის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ომარ ტაკიძე აცხადებს რომ მერიის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო, მერიის თანამშრომელთა 70% თვითიზოლაციაშია გადასული. თუმცა, დისტანციურ მუშაობაზე არ გადასულან.
შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსით ინფიცირების 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 2 ადამიანი გარდაიცვალა.
კომენტარები