“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე საქართველოში ექსპრეზიდენტის შემოსვლის დეტალებზე ჰყვება, რომლის შესახებაც მან ინფორმაცია დღეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე მიიღო. ამის შესახებ ხერხეულიძემ “მთავარ აქცენტებში”ისაუბრა.
ხერხეულიძემ განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა სააკაშვილმა, ქვეყანაში თვითმფრინავით აღარ ჩამოსულიყო.
“ბევრი მაქვს ნაფიქრი, თვითმფრინავით ღირდა თუ არა შემოსვლა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, არ დამსვამდნენო. ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რომ არჩევნების წინ შემოვსულიყავიო. მანამდე ვიდეოს დადება რამდენად სწორი იყო, ვერ გეტყვი, ჯერ კიდევ ვფიქრობ ამასთან დაკავშირებითო, მაგრამ როგორც კი შევატყე, ხალხს რწმენა არ გქონდა, რომ საქართველოში,ვიყავი, მეორე ვიდეოს დადება მხოლოდ ამან განაპირობაო,”– აღნიშნა ხერხეულიძემ.
ხერხეულიძის თქმით, მან სააკაშვილთან გადაამოწმა ინფორმაცია, დაკავების დროს სამართალდამცველებმა ნამდვილად გააღეს თუ არა გასაღებით იმ ბინის კარი, რომელშიც ის იმყოფებოდა, რისი ნამდვილობაც ექსპრეზიდენტმა დაუდასტურა.
ამასთან, ხერხეულიძის თქმით, მან დანამდვილებით იცის, რომ დაკავებამდე სააკაშვილი საქართველოში ოთხი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რაზეც გვარამიამ უპასუხა, ამ ინფორმაციის გაჟღერების გამო ისიც არ დააკავონ.
“თქვენც არ აგიყვანონ ახლა, ადამიანებს ზუსტად ამაზე ედებათ ბრალი, ნამდვილად არ მინდა გისურვოთ, თქვენც იგივე დღეში ჩავარდეთ, ენამ არ მიყივლოს, მაგრამ, ადამიანებს ედავებიან, რატომ არ გვითხარით, რომ შემოვიდა სააკაშვილი ქვეყანაშიო,”– აღნიშნა გვარამიამ, რაზეც ხერხეულიძემ უპასუხა,რომ თუ მასაც აიყვანენ, არ არის პრობლემა.
კომენტარები