• რეკლამა
  • კონტაქტი
01:09, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ გადადგა ბათუმის მერი და რის გამო დაეძაბა ურთიერთობა კობახიძეს რიჟვაძესთან?

ალია ავტორი - ალია
18:36 07-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

სამოქალაქო აქტივისტი, შოთა დიღმელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“BREAKING!

ცოტა ხნის წინ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე “გაურკვეველ ვითარებაში” გადადგა. გადადგა ბათუმის ვიცე მერი ლაშა ტუღუშიც.

სავარაუდო სცენარი ასეთია: ამ უკანასკნელის ადგილს დაიკავებს მთავრობის აპარატის უფროსი, სოდის ყოფილი ზონდერი არჩილ ჩიქოვანი, რომლის მეჯვარეც “რივიერას” თორნიკე რიჟვაძეა, რომლის მამაც განსაზღვრავს ვინ რას ააშენებს ბათუმში და ეს მერიც, წინასავით, ამას შეეწირა.

რატომ გადადგა მაინცა და მაინც 16 ივლისს? გთხოვთ, ჟურნალისტებმა მიაქციოთ ყურადღება: 16 ივლისი არის დედლაინი, 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ვეღარ მოხერხდება ახალი არჩევნების დანიშვნა და გამოდის, რომ 1.5 წელი ბათუმი ფაქტობრივად კარგავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსს.

მას აღარ ეყოლება არჩეული მერი და ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს უთავკაცებს თბილისიდან დანიშნული ადამიანი, რომელიც ხალხს არ აურჩევია!

ამიტომ ეს ამბავი სცდება უბრალოდ “კვირიკაშვილის კადრების მოშორებას” როგორც ეს ზუგდიდის, ხულოს და სხვა არჩეული მერების შემთხვევაში იყო. აქ საუბარია თვითმმართველობის განგებ მოკვლაზე – კიდევ ერთი ნიმუში, რომ ხალხის ლეგიტიმაცია ერთი კონკრეტული ადამიანის ჯიბეზე და გავლენაზე შეიძლება ეკიდოს.

ბათუმის მერის გადადგომა სწორედ “ბათუმის რივიერას” უკავშირდება, რომლის აშენებითაც ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული.

კომახიძე თავიდან ამ პროექტის წინააღმდეგი იყო, რის გამოც სამი თვის წინ დაიწყო მის გადადგომაზე საუბარი. თავდაპირველად მას ურთიერთობა თორნიკე რიჟვაძესთან დაეძაბა, რადგან

1) უარს ამბობდა “რივიერას” პროექტზე ხელის მოწერაზე და იქ 5 ცათამბჯენის აშენებაზე და

2) რიჟვაძის მამის მეგობრებმა უნებართვოდ დაიწყეს ბათუმის ტერიტორიაზე ინერტული მასალების მოპოვება, რის გამოც დაჯარიმდნენ

3) სხვა ბინზესკონფლიქტები, რადგან როგორც ამბობენ, რიჟვაძის მამა წყვეტს ბათუმში კ2-ის ამბებს და ხანდახან წინააღმდეგობაში მოდის არქიტექტურის საბჭოსთან.

საბოლოოდ რიჟვაძის ლობირებამ გაჭრა და თბილისში გადაწყვიტეს, რომ ქვეყნის სიდიდით მეორე და რაც მთავარია, თვითმმართველი ქალაქის მერი უნდა წავიდეს და თანაც ისე, რომ ბათუმიც თბილისიდან იმართოს. არადა თავად ქართული ოცნება ამაყობდა ბათუმის “რეალური თვითმმართველობით”.

როგორც არაფორმალური მმართველობის საუკეთესო ტრადიციებს შეეფერება, კომახიძე საჯაროობის ნაცვლად საკუთარი არხებით შეეცადა ამბის მოგვარებას და მეორე ბედოვლათს, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნა შეტყობინება, მაგრამ ისეთი ჭკვიანი კაცია, შეტყობინება შეცდომით ჩავარდა ქართული ოცნების ჯგუფში, რის შემდეგაც ამბავი გასკდა და ბათუმის ტვ25-მა მოამზადა სიუჟეტი.

ამის შემდეგ ითხოვა კომახიძემ, ეტყობა ხალხის თვალში ბოლომდე გაწირულად რომ არ გამოჩენილიყო, პარლამენტის გამსვლელ ნომრად, ან აჭარის უმაღლესი საბჭოს სიაში პირველ ან მეორე ნომრად ჩაესვათ, რაზეც უარი მიიღო და ეს ამბავიც გამჟღავნდა დღეს.

ეს კომახიძე იმ კობახიძისა არ იყოს, ალბათ მართლა ყველაფრის ღირსია, მაგრამ ამ ყველაფრის ღირსი არაა ბათუმი, რომლის თვითმმართველობა და რომლის მოსახლეობის ლეგიტიმაცია ახლა ცენტრიდან ითელება. და ზოგადად ცალსახაა, რომ პროპორციულ არჩევნებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია თვითმმართველობის რეფორმა, რაც მოარღვევს ეკონომიკურ დისპროპორციას ქალაქებს შორის და სტრუქტურულად შეცვლის ქვეყნის ეკონომიკას, გააჩენს თბილისის გარდა სხვა ურბანულ ცენტრებს და მართლა დაასაქმებს ხალხს რეგიონში “სოფელში დაკავების” ბრიყვული პროგრამების ნაცვლად.

მთელ მსოფლიოში ეკონომიკა ზღვისკენ მიიწევს, ჩვენ კი თავკომბალა ქვეყანა გვაქვს და ვარკეთილი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის ზღვისპირა მეორე და ახლომდებარე მესამე ქალაქი ერთად აღებული.

წარმოიდგინეთ როგორი ქალაქი იქნებოდა მაგ. ფოთი, თუნდაც 10% რომ რჩებოდეს იმ თანხიდან, რაც ქვეყნის ბიუჯეტში შეაქვს.

ცენტრის ძალაუფლების დაკარგვის შიშით ერთმმართველების მიერ წლების განმავლობაში ხდება თვითმმართველობის იდეის მიზანმიმართული ნგრევა და ქვეყნის ცენტრალიზაცია, რაც თბილისს მიღმა ყოველგვარი განვითარების პერსპექტივას სპობს და ხალხს ართმევს იმის უფლებას, განსაზღვრონ საკუთარი, საკუთარი უბნის, სოფლის თუ ქალაქის ბედი.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved