• რეკლამა
  • კონტაქტი
02:07, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ გადაარჩინა ბერამ კალაძის თხოვნით ხმალაძე დაჭერას და რა აკავშირებს მას ზურაბ ნოღაიდელთან და ალექსანდრე ხეთაგურთან?

ალია ავტორი - ალია
14:35 03-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის „ნაციონალური“ წარსულის მქონე ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის დაპატიმრებისგან გადარჩენა ბერა ივანიშვილის წყალობა და დამსახურებაა.

როგორც „2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, გრიგოლ ლილუაშვილის უწყებაში დაწერილი ვიცე-მერის დაპატიმრების სანქცია კახა კალაძემ ბერა ივანიშვილის დახმარებით შეაჩერა და რამდენიმე თვით გადადო.

როგორც სააგენტოს ინფორმირებული წყარო აცხადებს, კახა კალაძემ შიდა წყაროებით გაიგო სკანდალური და ხმაურიანი დაპატიმრების დეტალები და დახმარება ბერა ივანიშვილს სთხოვა. ბერამ მეგობარ კალაძეს თხოვნა შეუსრულა და მამასთან უშუამდგომლა. ბიძინა ივანიშვილმა გრიგოლ ლილუაშვილის მიერ გაცემული სანქცია შეაჩერა. როგორც სუსის უფროს ლილუაშვილს უთხრეს – დროებით!

შეჩერების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში, ირაკლი ხმალაძის ე.წ. „ქეისი“ საჭირო თაროზე შემოიდო. თუმცა, როგორც ჩანს, შეუსრულებელი ანტიკორუფციული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციამ მედიაში ნაწილობრივ გაჟონა.

ტელეკომპანია „ფორმულამ“ სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტის ერთ-ერთი ხმაურიანი საქმის მცირე დეტალი გუშინ გაავრცელა. „ფორმულას“ სიუჟეტიდან ირკვევა, რომ დედაქალაქის მაღალჩინოსნის საეჭვოდ, უმოკლეს ვადებში გამდიდრება, გრიგოლ ლილუაშვილის უწყების დაინტერესების საგანი გახდა.

სიუჟეტიდან ირკვევა, რომ ძვირადღირებული მიწა, ფეშენებელური კერძო სახლი ლისზე – ქალაქის ხედით, აუზით და ძვირადღირებული რემონტით, ირაკლი ხმალაძეს მილიონზე მეტი დაუჯდა. არადა ხმალაძის ქონებრივი დეკლარაციიდან ჩანს, რომ ვიცე-მერის ერთადერთი შემოსავალი საჯარო მოსამსახურის ხელფასია და მისი ოჯახის წლიური საერთო შემოსავალი კი – 100 ათას ლარს არ აღემატება.

ხმალაძის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მას 772 კვ.მ. მიწა 2017 წელს შეუძენია, მოგვიანებით კი  – 380 კვ.მ საცხოვრებელი სახლი ააშენა, რაც  ჯამში 323 220 დოლარი დაუჯდა, რასაც ძვირადღირებული რემონტის და ავეჯის საკმაოდ სოლიდური თანხაც დაემატა – 150 000-მდე დოლარი.

ხმალაძის დეკლარაციაში მისი ქონება და შემოსავლის წყარო დასაბუთებული და დაკონკრეტებული არ არის. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი მისი კორუფციაში ჩართულობის შესახებ, რასაც დედაქალაქის მერი, კახა კალაძე კატეგორიულად უარყოფს. თავად ირაკლი ხმალაძე მედიასთან კონტაქტს ერიდება.

„2020NEWS“-თვის ცნობილი ხდება, რომ ეს ყველაფერი არ არის, რაზეც გრიგოლ ლილუაშვილის უწყებას კახა კალაძის გარემოცვის წევრთან კითხვები აქვს. სააგენტოს ინფორმაციით, სუსი იკვლევს სახელმწიფო ქონების მიტაცების საქმესაც, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენას და ამ მიზნით ბიუჯეტიდან ათეულ მილიონობით ლარის გადახდას, უფრო კონკრეტულად კი დიდი ოდენობის საბიუჯეტო თანხების მიტაცებას  უკავშირდება.

„არის სხვა საკითხებიც, რაზეც სუს-ში ინფორმაციები ტომებად არის შეკრული და ეს ძალიან კარგად იცის კალაძემ. იცის ისიც, რომ ნიშანის მიღების შემთხვევაში გრიგოლ ლილუაშვილი მის მრავალტომიან კეისსაც გახსნის“, – უთხრა “2020NEWS“-ს ინფორმირებულმა წყარომ.

მართალია დედაქალაქის მერი უარყოფს, რომ მას კორუმპირებული მოადგილეები და გარემოცვის წევრები ჰყავს, მაგრამ, რამდენიმე კვირის წინ მან დედაქალაქის მთავრობა გააფრთხილა, კორუფიაში არ ჩაერთოთო. ფაქტია, რომ „ოცნების“ ერთერთმა ლიდერმა ხმალაძის კორუფციული ვნებების შესახებაც იცის და სხვა მაღალჩინოსნების შესახებაც უნდა ჰქონდეს ინფორმაცია. კალაძემ ისიც იცის, რომ სუსში კორუფციის სურნელით გაჯერებული ტომები მის შესახებაც დევს.

რაც შეეხება კალაძის მოადგილეს, დედაქალაქის ვიცე-მერს – აღსანიშნავია, რომ ირაკლი ხმალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ენერგეტიკის მინისტრთან, ალექსანდრე ხეთაგურთან დაახლოებული პირია. თავის მხრივ, ალექსანდრე ხეთაგური კახა კალაძესთან დაახლოებული პირი და საქმიანი პარტნიორია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ხეთაგური სწორედ კახა კალაძის დამსახურებით, „თბილად და მყუდროდ“ მოეწყო საკუთარ ოჯახთან ერთად. მეუღლე დაუწინაურეს კიდეც.

ცნობისათვის, კახა კალაძეს და ალექსანდრე ხეთაგურს საერთო ბიზნეს-პარტნიორი და მეგობარიც ჰყავთ – „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი.

რაც შეეხება ირაკლი ხმალაძეს – მან კარიერული აღმასვლა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაიწყო. ალექსანდრე ხეთაგურის ენერგეტიკის მინისტრობის დროს, 2005-2008 წლებში იგი ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, ხოლო 2008-2013 წლებში ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

ხმალაძე ხეთაგურმა კალაძეს ენერგეტიკის სამინისტროში დაახვედრა და სწორედ ყოფილი მინისტრის რეკომენდაციით, ახალმა მინისტრმა და „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გამოზრდილი კადრი საკუთარ მოადგილედ გადაიყვანა.

„ბოროტი ხმები“ ამბობენ, რომ ჯერ ყველაფერი წინ არის. თუ კალაძე „წესიერად არ მოიქცევა და მამა-მარჩენალს“ წინ გადაუხტება, შესაძლოა, ირაკლი ხმალაძე დედაქალაქის მერის პირველი ჯოკია ბოდოკია იყოს, რომელსაც თეა წულუკიანის უწყებას ჩააბარებენ, რომელსაც მერე დანარჩენებიც მიჰყვებიან სხვადასხვა ბრალდებით.

2020ნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved