• რეკლამა
  • კონტაქტი
10:12, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ გაჩუმდა გოგაშვილი? – ,,ხმას აღარ იღებს” – ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
02:40 08-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,610

ლევან ჯავახიშვილი

,,ალიას” ესაუბრება ადვოკატი ვალერი გელბახიანი:

-სოსო გოგაშვილზე მინდა გკითხოთ. რაც ბიძინა ივანიშვილსა და ვახტანგ გომელაურზე განაცხადა, ამას გაგრძელება ექნება თუ გააჩუმებენ?

–გაჩუმებული არ არის? ხმას აღარ იღებს.

–რაიმე გარიგება მოხდა გოგაშვილსა და ხელისუფლებას შორის თუ დააშინეს? თუნდაც ოჯახის წევრების მიმართ მუქარით?

-რა გარიგება მოხდა, კაცო, ეს ასეა ყოველთვის. ბოლო გამოუშვა ვიღაცამ, ვიღაცამ იხმაურა, გავიდა რამდენიმე დღე და აღარავის ახსოვს სოსო გოგაშვილი.

–სუსი-ის მიერ სოსო გოგაშვილის დაკავების სპეცოპერაციის ნაწილი მისმა მეუღლემ გადაიღო და გაავრცელა. ბევრი ამბობს, რომ მას ამაში ხელი სპეციალურად არ შუშალეს, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლებს ენახათ, ვისაც გრძელი ენა აღმოგაჩნდებათ, თქვენც ამ დღეში ჩავარდებითო. თქვენ რას ფიქრობთ?

– ჯერ ერთი, რა საჭირო იყო სპეცოპერაცია და ამდენი ხალხი. დაიბარეს სუს-ში გოგაშვილი და არ მივიდა? დაიმალა და გაიქცა სადმე? სახლიდან არ გამოვიდოდა, რომ გარეთ მშვიდად დაეკავებინათ და ამხელა ამბავი არ აეტეხათ? დაეკავებინათ და მერე ჩაეტარებინათ ჩხრეკა. ახლა, ის ხომ სისულელეა, რომ საიდუმლო ფაილები სახლში ჰქონდა გოგაშვილს. გახსოვთ, წინა ხელისუფლების დროს, ქუთაისში ბონდო შალიკიანი რომ დააკავეს? საძინებელში შუვარდნენ სპეცრაზმელები, ტრუსის ამარა გამოიყვანეს ქუჩაში და ასე დააკავეს. ძალის დემონსტრირებას ემსახურებოდა ეს სპეცოპერაცია და რამდენიმე ამგვარი იყო მაშინ. დაახლოებით იგივე გააკეთეს ამათაც. მარტო თავინთი მომხრეები კი არა, ეს დაკავება ყველას დაშინების მცდელობა იყო.

თეგები: ვალერი გელბახიანისოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved