• რეკლამა
  • კონტაქტი
17:54, სამშაბათი, 3 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ გააკეთა არჩევანი ივანიშვილმა უავტორიტეტო ირაკლი კობახიძეზე და რა სკანდალები ხდება “ოცნების” კულუარებში?

ალია ავტორი - ალია
20:32 01-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლა ოფიციალურად გაფორმდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს და წესითა და რიგით, ახლა მას მმართველ გუნდში ყველაზე დიდი გავლენა და სახელი უნდა ჰქონდეს, თუმცა ამაზე ქვემოთ. მანამდე ის ვთქვათ, რომ რეალურად, არავის სჯერა ივანიშვილის წასვლის. არ სჯერათ, რომ ბატონი ბიძინა კულუარულად არ ჩაერევა მმართველი გუნდის საქმიანობაში და თუ რამე არ მოეწონება, არ ეტყვის და ისე არ დაატრიალებს, როგორც სურს. საამისო მიზეზიც არსებობს – ივანიშვილს წასვლა რეალურად რომ ჰქონოდა გადაწყვეტილი, ვახტანგ გომელაური, ირაკლი ღარიბაშვილი, მაია ცქიტიშვილი და ეკატერინე ტიკარაძე მინისტრები აღარ იქნებოდნენ. მათ მარტივად გაუშვებდა სახლში გიორგი გახარია და ძალოვანებს საკუთარ ხალხს ჩააბარებდა, ამით პოზიციებსაც გაიმყარებდა და თავადაც მშვიდად იქნებოდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია გრიგოლ ლილუაშვილის ფაქტორიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც ივანიშვილის კადრია და მართალია, ოფიციალურად მინისტრად არ ითვლება, მინისტრის რანგი ნამდვილად აქვს. ჰოდა, ხუთი მთავარი პოსტი მინისტრთა კაბინეტში სწორედ ივანიშვილის ერთგულ ხალხს უკავია და შესაბამისად, მისი წასვლა არარეალური ამიტომაც ჩანს.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს. მას არასდროს ჰქონია ავტორიტეტი, არასდროს ჰყოლია თავისი გუნდი. ის იყო ივანიშვილის დავალებების უსიტყვოდ შემსრულებელი და აკეთებდა ყველაფერს, რასაც ბატონი ბიძინა ეტყოდა. სწორედ ეს ერთგულება გახდა საბოლოოდ მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც კობახიძემ თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. ალბათ მკითხველს ახსოვს, წინა ნომერში ვწერდით, რომ ივანიშვილი სრულიად სხვა კანდიდატურას განიხილავდა თავის შემცვლელად. მას კობახიძეზე ბევრი აუგი უთხრეს, ისიც კარგად იცის, რომ  პარტიაში რეიტინგი და ავტორიტეტი არ გააჩნია, მაშ, რატომ გააკეთა ისევ მასზე „სტავკა“? გარდა მორჩილებისა, აქ კიდევ ერთი მთავარი მომენტია, კობახიძის დატოვება მემკვიდრედ, სხვა არაფერია, თუ არა იმის დასტური, რომ ივანიშვილი არსადაც არ წასულა და კობახიძის უკან (თუ წინ) ყოველთვის იდგება და როცა მესამედ მოსვლა დასჭირდება, მუდამ ექნება მიზეზი, რომ აი, ირაკლი კობახიძეს არ ქონდა ის მაგარი მუშტი, რითიც პარტიას შეკრავდა და შეინარჩუნებდა და ის იძულებული გახდა, ისევ მოსულიყო. აბა, წარმოიდგინეთ,  რა მოხდებოდა, თუ ამ სავარძელში კახა კალაძე ანდაც გახარია ჩამჯდარიყო? ისინი მაქსიმუმ ერთ თვეში გახდებოდნენ ძალიან ანგარიშგასაწევი ძალა საკუთარი გუნდითა და ამბიციებით. აი, კობახიძეს კი გუნდი არ ჰყავს და მისი გაკეთება ძალიან გაუჭირდება. მითუმეტეს იმის ფონზე, როცა გუნდის შიგნით სიტუაცია ისედაც დაძაბულია, დეპუტატები თუ ზოგადად, პარტიული ჩინოვნიკები დაბნეულები არიან და არ იციან, ვის მხარეს დადგნენ. ამ ყველაფრის ფონზე, სტაბილურობის შეგრძნებას კალაძე და გახარია უფრო ტოვებენ, ვიდრე კობახიძე და შედეგად, ახლადგამომცხვარ თავმჯდომარეს გუნდის კეთების ყველაზე მცირე შანსი აქვს.

მაშინ, როცა კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, დავწერეთ, რომ მასსა და უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატს შორის ისეთი შელაპარაკება მოხდა, მასზე საცემრად გაიწიეს თქო. ჰოდა, ეს ამბავი რამდენიმე ადამიანმა დაადასტურა და მათ შორის ეკა ბესელიამ, რომელიც ამ ამბის თვითმხილველი გახლდათ. ამიტომ, ახლაც ვამბობთ, რომ პარტიის შიგნით სერიოზული დაპირისპირებაა და მუშტი-კრივამდე საქმე ძალიან, ძალიან მალე მივა.

„გადახედეთ პარლამენტში „ოცნების“ შემადგენლობას და დამისახელეთ 90 დეპუტატიდან ხუთი ადამიანი, რომელსაც საერთო მსოფლმხედველობა და მიზანი აქვს. ასეთი უბრალოდ არ არსებობს, ანუ ხუთი კაციც კი არ არის ისეთი, იდეის გარშემო რომ იყვნენ გაერთიანებული. არის 2-3 კაციანი სამეგობრო, რომლებიც მუდმივად ერთად არიან, საკუთარ ნაჭუჭში და სხვებთან არ ურთიერთობენ. დეპუტატების ურთიერთობა ჩატით შემოიფარგლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გუნდი ვერ იქნება ერთიანი და ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული. ისინი, უბრალოდ, შეასრულებენ მითითებებს, რომლებსაც პარტიის ლიდერები გასცემენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ თვალში ლიდერებს ავტორიტეტი აქვთ. უბრალოდ, ისინი საკუთარ თავზე ფიქრობენ და იციან, რომ სანამ ხელისუფლებაში იქნებიან, მანამ ხელისუფლების წესებით უნდა იმუშაონ“, – გვეუბნება „ოცნების“ ერთ-ერთი წევრი.

სხვათა შორის, ირაკლი კობახიძემ თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ რამდენჯერმე ახსენა ის, რომ პარტიას 44 ათასი ოფიციალური წევრი ჰყავს, რაც რეალურად ძალიან ცოტაა. თუნდაც იმავე ნაციონალურ მოძრაობას, დღესაც კი უფრო მეტი ოფიციალური წევრი ჰყავს, ანუ ეს საზომად რომ ვერ გამოდგებოდა, კობახიძეს არავინ უთხრა და არ უთხრა ორი მიზეზის გამო – ნაწილმა ვერ გაუბედა, მეორე ნაწილმა კი შეგნებულად არ უთხრა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ კობახიძეს ჭკუის დამრიგებელი არავინ იქნება, არავინ ეტყვის მოსალოდნელი საფრთხის ან შეცდომის შესახებ და რაც უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს, მით უკეთესი მათთვის, ვისაც გულზე დიდად არ ეხატება მისი თავმჯდომარეობა, ასეთი კი „ოცნებაში“ აბსოლუტური უმრავლესობაა.

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ „ოცნების“ მეექვსე ყრილობის დელეგატებად დეპუტატები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, გუბერნატორები, მინისტრები და მათი მოადგილეები იყვნენ მოწვეულნი და არა ისინი, ვისაც „ოცნების ჯარისკაცებს“ ეძახიან. ეს იმიტომ, რომ ადგილებზე, რეგიონებში, სწორედ ამ ჯარისკაცებს სერიოზული კითხვები აქვთ „ოცნების“ ლიდერშიპთან და აინტერესებთ, ამ არჩევნების წინ გადაბირებულ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრებს რატომ მისცეს არჩევნების დასრულებისთანავე სამსახურები და რატომ არიან თავად ისინი დაუსაქმებელნი დღემდე. შესაბამისად, ყრილობა ხმაურის და ზედმეტი კითხვების ფონზე რომ არ წარმართულიყო, დაუძახეს მათ, ვინც ხმას არ ამოიღებდა. მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ახლა ცალ-ცალკე ცდილობენ საკუთარი მომავლის გარკვევას, რადგან პარტიაში თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებულია და კანდიდატების შერჩევაც მიმდინარეობს. შინაგანად ყველას სჯერა, რომ თანამდებობაზე დატოვებენ, მაგრამ გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ მათი 90% შეიცვლება. ყველაზე საინტერესოც კანდიდატთა შერჩევის დრო იქნება – კობახიძეს თავისი კანდიდატები ეყოლება, კალაძეს თავისი, გახარიასაც, ლილუაშვილიც ითხოვს კვოტას, გომელაურიც, ღარიბაშვილს კახეთის კურირებაზე აქვს პრეტენზია, დიდი ოლქების მომგებ დეპუტატებს მინიმუმ ორ-ორ მუნიციპალიტეტში სურთ სიტუაციის მართვა და საბოლოოდ რა გამოვა ამ საქმიდან, ერთად ვნახავთ.

ანი დვალიშვილი, ალია

თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

14:37 02-03-2026
თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

11:23 02-03-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved