• რეკლამა
  • კონტაქტი
09:55, სამშაბათი, 13 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ დააკავეს “პიატნაშკას” ლიდერი და რა ხდება სოხუმში?

ალია ავტორი - ალია
19:01 03-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

აფხა­ზეთ­ში, სო­ხუ­მის ე.წ. სა­სა­მარ­თლომ ას­ლან ბჟა­ნი­ას ყო­ფილ თა­ნა­შემ­წეს ახრა ავი­ძ­ბას ერ­თთვი­ა­ნი წი­ნა­სა­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. “ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით”, მას ბრა­ლად ედე­ბა, რომ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­თან ერ­თად, ად­გი­ლობ­რივ “ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ზე” შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დას­ხმას გეგ­მავ­და. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ავი­ძ­ბას 2-დან 6 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, იან­ვრის ბო­ლოს უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ახრა ავი­ძ­ბა­ზე ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და. უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ახრა ავი­ძ­ბამ (მეტ­სა­ხე­ლად “აფხა­ზი”) 2014 წელს და­ა­ფუძნა და დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბას “პი­ატ­ნაშ­კას”.

ავი­ძ­ბას, რო­მე­ლიც ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას პი­რა­დად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, პო­ლი­ტი­კა­ში ხელი მო­ე­ცა­რა, რის შემ­დე­გაც, ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ბიზ­ნეს­ში ცდი­ლობ­და დამ­კვიდ­რე­ბას. კონ­კრე­ტუ­ლად, ის გა­წე­უ­ლი შრო­მის სა­ფა­სუ­რად, სო­ხუ­მის პორ­ტის გა­და­ცე­მას ითხოვ­და, რა­ზეც კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი მი­ი­ღო.

ბოლო ხა­ნებ­ში, ის “ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო” გან­წყო­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. 2017 წელს, აფხა­ზეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მარ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­დაც სო­ხუ­მის პირ­ველ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში იყ­რი­და კენ­ჭს, თუმ­ცა, და­მარ­ცხდა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ის აფხა­ზურ პო­ლი­ტი­კა­ში, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ან­გა­რიშ­გა­სა­წევ და “ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი” ფი­გუ­რად რჩე­ბა. 5 მარტს, მას შემ­დეგ, რაც ის და­ა­კა­ვეს, რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად და­ი­ძა­ბა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ახალ პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­ზეც ალა­პა­რაკ­დნენ.

ავი­ძ­ბამ შარ­შან მარ­ტში, აფხა­ზე­თის ე.წ. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ახა­ლი პო­ლი­ტი­კურ-სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის და­სა­ფუძ­ნებ­ლად რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის მი­მარ­თა, თუმ­ცა, ამ საქ­მეს გაგ­რძე­ლე­ბა არ ჰქო­ნია. ავი­ძ­ბას მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ჰყავს, რაც მისი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ უფრო თვალ­სა­ჩი­ნო გახ­და – სო­ხუ­მის ცენ­ტრში მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ, მაგ­რამ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, -“ეს არ არის ის კა­ტე­გო­რია, ვი­საც აფხა­ზე­თის მო­მა­ვალს ან­დობ­დნენ…”

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­მა მი­იჩ­ნია, რომ ავი­ძ­ბა უსა­მარ­თლოდ და­ა­კა­ვეს, რად­გან “ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა გრძნობ­და, მისი პო­ზი­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და ასე გა­ა­ნე­იტ­რი­ლეს”… სხვე­ბის თქმით, არც ავი­ძ­ბას და არც სხვებს არა­ფე­რი და­უმ­სა­ხუ­რე­ბია, რომ სო­უხ­მის პორ­ტი სა­კუთ­რე­ბა­ში ან თუნ­დაც სა­მარ­თა­ვად გა­და­ე­ცეს. ავი­ძ­ბას ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სებ­მა აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. ნა­წი­ლის თქმით, ეს სხვა არა­ფე­რია, თუ არა ტე­რო­რიზ­მი.

“ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში პოს­ტი ვერ შე­ირ­გო, პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი ვერ შე­ირ­გო, პატ­რი­ო­ტად მი­ვი­ღეთ და უფ­რო­სო­ბა მო­ინ­დო­მა. ჰა­ბი­ტუს­ზეც ეტყო­ბა, ვინ არის და რაც უნდა. მას სურს, ხელ­ში მუ­დამ გა­და­ტე­ნი­ლი კა­ლაშ­ნი­კო­ვი ეჭი­როს და აკა­კა­ნებ­დეს…” – წე­რენ აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

“ვიცი, რომ რამ­დე­ნი­მე თვეა ავი­ძ­ბა ითხოვ­და, სო­ხუ­მის პორ­ტის სა­კუთ­რე­ბა­ში ან მარ­თვის უფ­ლე­ბით გა­და­ცე­მას. მი­სე­ბუ­რად, ხის­ტად ითხოვ­და კუთ­ვნი­ლი შრო­მის სა­ფა­სურს და რად­გან ან­ქვა­ბი-ბჟა­ნია ვე­რა­ნა­ირ პი­რო­ბა­ზე ვერ და­ი­თან­ხმა, მუ­ქა­რა­ზე გა­და­ვი­და, ამ­ბობ­და, რომ თავს არა­ვის გა­მო­ა­ყე­ნე­ბი­ნებ­და. დიდი ალ­ბა­თო­ბით, დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მუ­ქა­რა­ზეც წა­ვი­და და რა­ღა­ცას მარ­თლა გეგ­მავ­და”, – წერს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი, ვა­დიმ მეტ­რე­ვე­ლი.

“გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ ავი­ძ­ბა, თო­რემ ახალ კრი­ზისს მი­ი­ღებთ. კვი­რა­ი­ას მო­ღა­ლა­ტურ საქ­მის გარ­შე­მო და­წყე­ბუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა არ შეგ­რჩე­ბათ. კვი­რა­ი­ა­სა და მის­ნა­ი­რებს ემუქ­რე­ბო­და, ამი­ტო­მაც გა­დაწ­ვი­ტეს მისი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა…” – მი­აჩ­ნია ოთარ ბარ­ციცს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved