• რეკლამა
  • კონტაქტი
12:14, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ დააკავეს აფგან სადიგოვი? – შსს-ს განმარტება

ალია ავტორი - ალია
00:41 04-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
354

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს. ინფორმაცია ჟურნალისტის ცოლმა სოციალური ქსელში გაავრცელა:

„ცოტა ხნის წინ საქართველოს პოლიცია ჩემი მეუღლის, აფგან სადიგოვის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. თავდაპირველად ბინის კარის შემტვრევას ცდილობდნენ და კარის გაღებას მოითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც აფგანმა კარი გააღო, მასზე ფიზიკურად იძალადეს და ყოველგვარი დასაბუთებული მიზეზის გარეშე, ძალის გამოყენებით წაიყვანეს. მოგვიანებით სათვალთვალო კამერა გამორთეს და ჩანაწერები წაშალეს. თუმცა, წაშლამდე ზოგიერთი კადრის შენახვა მოვასწარი“, – წერს ჟურნალისტის მეუღლე სევინჩ სადიგოვა.

მოგვიანებით, აფგან სადიგოვის დაკავებაზე ინფორმაცია გაავრცელა შსს-მაც:

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის მიმართ, დაიწყეს შესაბამისი საქმის წარმოება.

აფგან სადიგოვი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასამართლოში წარდგენისა და საქმის დროულად განხილვის მიზნით, 4 აპრილს დააკავეს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აფგან სადიგოვი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.

აფგან სადიგოვი წარდგება სასამართლოს წინაშე, სადაც ზეპირ სხდომაზე მოსამართლე იმსჯელებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი სახდელის დაკისრებაზე.“

თეგები: აფგან სადიგოვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved