• რეკლამა
  • კონტაქტი
06:56, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ და როდის გაუხსნა საქართველომ რუსეთს საჰაერო სივრცე? – ზურაბ აბაშიძე

ალია ავტორი - ალია
19:22 11-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ადასტურებს რომ საქართველომ, ყარაბაღში სამხედრო კონტინგენტის გადაყვანის მიზნით, რუსეთს საჰაერო დერეფანი გაუხსნა.

აბაშიძემ კომენტარი “ეხო კავკაზთან” გააკეთა. აბაშიძე ამბობს, რომ საქართველომ გადაწყვეტილება  ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.

ამ ეტაპზე, საკითხის გადაუდებლობიდან და მშვიდობის დამყარების შეზღუდული დროიდან გამომდინარე, როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მხარეების თხოვნით, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ნაწილი, გამონაკლისის სახით, გადაიყვანება დაპირისპირების ზონაში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, წინასწარ შეთანხმებული და შეზღუდული ვადით. ამის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები “ ამბობს აბაშიძე.

მოგვიანებით, ზურაბ აბაშიძემ “მთავართან” სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის, მთიან ყარაბაღში განთავსების მიზნით საჰაერო სივრცის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება ორივე მხარის – სომხეთისა და აზერბაიჯანის თხოვნის საფუძველზე მიიღეს.

“ჩვენ თავიდანვე მხარს ვუჭერდით სამშვიდობო პროცესის დაწყებას, გვქონდა კონკრეტული შეთავაზებებიც და მას შემდეგ, რაც ორივე მხარემ მოგვმართა თხოვნით, მივიღეთ გადაწყვეტილება და ესეც, ერთგვარად, ჩვენი წვლილია ამ სამშვიდობო პროცესში”, – თქვა მან “მთავართან” სატელეფონო საუბრისას. 

შეკითხვას, საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, პირადად მას სჯერა თუ არა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები მთიან ყარაბაღში პოზიტიურ როლს შეასრულებენ, ზურაბ აბაშიძემ მოკლე პასუხი გასცა:

ვერ გეტყვით, რა და როგორ იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების საფუძველი ჩვენი ორივე მეზობლის ერთობლივი თხოვნა გახდა, ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით.

ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების დასრულებას ხელი რუსეთის შუამავლობით 11 ნოემბერს მოეწერა. შედეგად, იქ ახალი რუსული ბაზა განთავსდება და რუსი “სამშვიდობოები” ჩადგებიან. 

თეგები: ზურაბ აბაშიძერუსეთიყარაბაღი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved