• რეკლამა
  • კონტაქტი
01:09, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ აწყობს ემიგრანტთა რიცხვის გაზრდა ხელისუფლებას?

ალია ავტორი - ალია
19:08 09-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
385

ანი დვალიშვილი

არაერთხელ გვითქვამს, რომ ეკონომიკური ზრდა და წინსვლა მხოლოდ ფურცელზეა და რეალურად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ ყველაფერს ვერ გრძნობს. ადამიანებს როგორც შიოდათ, ზუსტად ისევე და შესაძლოა, უფრო მეტადაც შიათ და სამწუხაროა, რომ დამშეულთა რიცხოვნობა ყოველწლიურად იზრდება. თავად განსაჯეთ, ოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას 664 278 ადამიანი იღებს, ანუ ხელისუფლება აღიარებს, რომ ამ ხალხს ფული რომ არ გადაუხადოს, ისინი შიმშილით მოკვდებიან. გამოდის, რომ საქართველოში, ყოველი მეხუთე ადამიანი (საუკეთესო შემთხვევაში), სახელმწიფოზეა ჩამოკიდებული თუ დამოკიდებული. რაც მთავარია, ამ ხალხის რჩენა, იმ მცირე ნაწილის ხარჯზე ხდება, ვინც დასაქმებულია და გადასახადებს იხდის. სოციალური დახმარების ოდენობა არ არის ისეთი, ადამიანმა თავი დაცულად რომ იგრძნოს და მხოლოდ ამის იმედად იყოს. სწორედ ამიტომ მოიფიქრა სახელმწიფომ ის პროგრამა, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველებს მუშაობის უფლება მისცეს და ამისვის ბიუჯეტიდან 40 მილიონი უკვე დაიხარჯა და ესეც… იმ ადამიანების გადასახადების ხარჯზე, ვინც დასაქმებულია. ზოგადად, სოციალურად დაუცველთა კანონი და სახელმწიფოს მიდგომა დასახვეწი რომ არის, ჭკუათმყოფელი ადამიანი არ უარყოფს, მაგრამ ჯერჯერობით ხელისუფლებამ ვერ, უფრო სწორად კი, არ მოიფიქრა ისეთი პაკეტი, თავადაც ნაკლებად რომ იზარალოს და სოციალურად დაუცველებიც კმაყოფილი ჰყავდეს. უფრო ზუსტად, ასეთი პაკეტი წამყვან ევროპულ ქვეყნებს აქვთ, მაგრამ ჩვენ არ გამოგვადგება, რადგან ის რომ გადმოვიტანოთ, ისე გამოვა, რომ სოციალურად დაუცველს უფრო მეტი შემოსავალი ექნება, ვიდრე მაგალთად ა(ა)იპ-ებში დასაქმებულს.

ყველაზე საინტერესო იცით, რა არის? ის, რომ ყოველი მეხუთე ადამიანი შიმშილობს და… უძრავი ქონების ბაზარზე, გაყიდვები ყოველკვირეულად იზრდება და ზრდის გამო, ფასებიც ძვირდება. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ბინებს სულ ერთი და იგივე ხალხი ყიდულობს, მაგრამ ნურას უკაცრავად, მყიდველი მრავალფეროვანია და მათი დიდი ნაწილი საზღვარგარეთ მუშაობს და ყოველთვიურ შესატანს სწორედ იქიდან აგზავნის. არავისთვის არის ახალი, რომ ბოლო წლებში, საქართველოდან წამსვლელთა რიცხვიც გაიზარდა და თუ აქ სიტუაცია უახლოეს მომავალში არ გამოსწორდება (რისი პერსპექტივაც არ ჩანს), წამსვლელთა ოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, ემიგრანტთა დიდი რაოდენობა ქართული ეკონომიკისთვის… კარგია. ჰო, კარგია, რადგან იქიდან გადმორიცხული თანხების ოდენობა იზრდება და ეს არაპირდაპირ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა ქართულ ეკონომიკაში. თანაც, მათი წასვლით, მცირდება ამომრჩეველთა რაოდენობა, რაც მოქმედ ხელისუფლებას აუცილებლად უნდა აწყობდეს. თავად განსაჯეთ, ყოველი მეხუთე ადამიანი რომ შენზეა დამოკიდებული, მარტივად შეგიძლია, არაპირდაპირ, მაგრამ მაინც მიახვედრო, რომ სასურველი არჩევანის არგაკეთების შემთხვევაში, შესაძლოა ის მცირედიც დაიკარგოს, რომელსაც იღებს და… ახლა არ თქვათ, ამას არ იკადრებენო. ამას კადრულობდა სააკაშვილის ხელისუფლება და კადრულობს „ოცნებაც“. აი, შევარდნაძის მთავრობა არ კადრულობდა, რადგან მაშინ იმდენად მცირე იყო დახმარება, მისი დაკარგვის არავის ეშინოდა…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved